მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 18 აპრილი

TKT აფიშა
18.04.24 08:00
34

Soulidan 3 Years Anniversary

პარასკევი, 19 აპრილი 23:00

აღწერა

19 აპრილს, “Maison Terrace” მასპინძლობს “ Soulidan Showcase” - ის სამი წლის იუბილეს. „Soulidan Records“ -ის დამფუძნებლის, თამაზ ცხაკაიას ხელმძღვანელობით, Soulidan გიწვევთ ემოციებით სავსე მოგზაურობაში. Soulidan-ის ტრეკები მუდმივად ლიდერობს ჩარტებში ისეთ „გიგანტებთან“ ერთად, როგორებიც არიან Kerri Chandler და Masters at Work. ამ დღის მოწვეული სტუმარია დინამიური დიჯეი/პროდიუსერის დუეტი ნიუ-იორკიდან - Musclecars NYC. მათი პერფორმანსებით, რომლებიც არაერთხელ ჩატარდა საკულტო “Nowadays in New York” და “Panorama Bar” ბერლინში, დუეტმა შეძლო “Rolling Stone” - ისა და “Resident Advisor” - ის ყურადღების მიპყრობა. სწორედ ამ დაუვიწყარი ღონისძიებით შეგიძლიათ აღიქვათ Soulidan Showcase- ის სულიერი და ტრანსცენდენტული ბითები.

Wasted Welcome Back Party

პარასკევი, 19 აპრილი 22:30

აღწერა

Wasted ჯგუფი ჩვენ დავბრუნდით!! ახალი სემესტრი ახალი წვეულებით და ჩვენ ვიწყებთ. იცეკვეთ, ხელახლა დაუკავშირდით მეგობრებს, შექმენით თავგადასავლები და შეიგრძენით განწყობა Archive Event Hall-ში.

დრო: 2024 წლის 19 აპრილი, 22:30-დან - 4 საათამდე

GLITZ at Royal tulip TERRACE

პარასკევი, 19 აპრილი 22:00

აღწერა

19 აპრილს, ტერასის გრანდიოზული გახსნა!

Glitz community გთავაზობთ ყველაფერს,რაც დაუვიწყარს გახდის თქვენს ემოციებსა და შეგრძნებებს,განვლილ ივენთებზე მოწვეული არტისტების გაერთიანება, მუსიკალური სტილის გამორჩეული შერწყმა და საუკეთესო გარემო

Vino Vogue

შაბათი, 20 აპრილი 19:00

აღწერა

სასტუმრო შერატონში, ბარ-მაღაზია ვინოვოგში 20 აპრილს 19:00 საათზე გაიმართება მეღვინეობა Rtvelisi / რთველისი-ის ღვინოების დეგუსტაცია. ღონისძიებას წარუძღვება მეღვინე გიორგი ბაბუნიძე. ასევე შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული დაფები. 🥂 🍷რთველისი არის ხარისხზე ორიენტირებული ქართული მეღვინეობის კომპანია. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის ღვინოებს და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს, როგორიცაა კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, ცქრიალა ღვინო, კონიაკი და ჭაჭა. გაეცანით საუკეთესო ხარისხი ღვინოებს და გაატარეთ სასიამოვნო დრო ვინოვოგში.

April Senate Club X Tariman X DJ Babba X Chkheto

პარასკევი, 19 აპრილი 23:00

აღწერა

19.04

Tariman, DJ Babba, Chkheto, and SPECIAL SHOW, Age control 24+, Face control

Huge Jam Session

პარასკევი, 19 აპრილი 21:00

აღწერა

🎶 მოემზადეთ არაჩვეულებრივი საღამოსთვის ამ პარასკევს, 19 აპრილს, 21:00 საათზე! 🌟

შემოგვიერთდით დიდ ჯემ სეიშენზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეზო კიკნაძის კვინტეტი, ნიჭიერი მუსიკოსები.

თამადა სქაი ბარში Weather Report

შაბათი, 20 აპრილი 22:00

აღწერა20 აპრილს, ყველაზე მაღალი სქაი ბარი - Weather Report მასპინძლობს გამორჩეულ მუსიკოსს და თანამედროვე ქართული მუსიკის კოლორიტს "თამადა".ისიამოვნეთ ელექტრონული და ქართული ტრადიციული ჰარმონიული მუსიკით, განსაკუთრებული ხედებით და საოცარი კოქტეილებით!

კასანგო

პარასკევი, 19 აპრილი 21:00

აღწერა

მთავარი არტისტი - სამხრეთ აფრიკელი დიჯეი და პროდიუსერი KASANGO წარდგება.

Memo Events-ის მორიგი დაუვიწყარი ღონისძიება 19 აპრილს გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში წამყვანი აფრო ჰაუსს მუსიკის შემქმნელი დიჯეი და პროდიუსერი KASANGO.

გრძნეული, სამეფო კარის თამაშები, და კარიბის ზღვის მეკობრეები Mystery Ensemble

პარასკევი, 19 აპრილი 20:00

აღწერა

19 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება. ჩაეფლობით მსოფლიოში ცნობილი ფილმის ისტორიებს! Mystery Ensemble, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ანსამბლი თბილისში, გიწვევთ ნათელ, უნიკალურ, საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობაში მსოფლიო კინოს ჰიტების სამყაროებში.

თავბრუდამხვევი თავგადასავლების პროგრამაში შედის "კარიბის ზღვის მეკობრეები", "სამეფო კარის თამაშები", ასევე მომხიბლავი საუნდტრეკები ცნობილი თამაშიდან "გრძნეული 3: ველური ნადირობა" და ფილმები რივიას გერალტის, მონსტრების მონადირის შესახებ.

Róisín Murphy @ ADAM & EVE

პარასკევი, 19 აპრილი 21:00

აღწერა

✦ 19 აპრილს - ადამი და ევას სეზონს გახსნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ-დუოს Moloko-ს სოლისტი- Róisín Murphy-ი, გრანდიოზული კონცერტით.
🎶 Róisín Murphy - ირლანდიელი მომღერალია, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა, 90-იან წლებში პოპ-დუო Moloko-სთან ერთად მოიპოვა. მათი რეპერტუარიდან, ყველაზე დიდი აღიარება სიმღერებმა - "The Time Is Now" და "Sing It Back" მოიპოვა. აღნიშნული სიმღერები, დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსმენელში.