29 ივნისს 13:00 საათზე ბაზარი ორბელიანის კოკიტოს საბავშვო სივრცეში გელოდებით ფერადი პლასტელინების ყველაზე სახალისო მასტერკლასზე, პატარები მოამზადებენ ჯადოსნურ სახლებს პლასტელინებისგან და გააფორმებენ ფერადი ფურცლებისგან , ჩვენი მასტერკლასის მეშვეობით დაეუფლებიან ძერწვის ახალ მეთოდებს, მარტივად ფიგურების შექმნის უნარებს და განუვითარდებათ წაარმოსახვისა და ფანტაზიის უნარები. ჯადოსნურ მასტერკლასს წარუღვება ყველა ბავშვის საყვარელი ტრენერი ანუკა კალმახელიძე
22 ივნისს 13:00 ბაზარი ორბელიანის კოკიტოს საბავშვო სივრცეში გელოდებით ყველა ბავშვის საყვარელ პინიატების შექმნის ვორქშოპზე რომელსაც ქრაფთი შემოგვთავაზებთ.
ბავშვები სუპერ გმირების ფიგურებს ააწტობენ, იმუშავებენ ფერად ქაღალდებთან და თავიანთ საყვარელ გმირებს 3D ნაკეთობად გადააქცევენ, პინიატებში მოათავსებენ ტკბილეულებს, შექმნილი პინიატები შეუძლიათ გამოიყენონ სასაჩუქრედ, დეკორაციათ ან უბრალოდ გასართობად
შზებუდობის კვირაში Cinemaholics Tbilisi წარმოგიდგენთ საკულტო ფილმს - “Midsommar”, რომელიც მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.
ახალგაზრდა ამერიკელი წყვილი, რომლის ურთიერთობასაც საძირკველი აქვს გამოცლილი, მიემგზავრება შვედეთში, მზებუდობის ზღაპრულ დღესასწაულზე, სადაც, ერთი შეხედვით, პასტორალური სამოთხე ცოდვიან, თავზარდამცემ კოშმარად გადაიქცევა.
28 ივნისს - Spacehall კუსტბაზე - Mono Hall-სა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი - Mahmut Orhan დაუკრავს.
30 ივნისს მურო გაგოშიძე და ცეკვის ლაბორატორია MMOVELAB მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი და მოდერნიზებული ქორეოგრაფიული კომპოზიციით წარდგება. თქვენ იხილავთ ქართული ხალხური, ქართული თანამედროვე ცეკვისა და ბალეტის სინთეზს. წინ გელით ემოციებით დატვირთული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი.
სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი21-23ივნისს ჩატარდება და მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს.