22 სექტემბერს იაკობის ეზოს "ლისენინგ ბარი" Nini Nutsubidze-სა და Nikala-ს ლაივ კონცერტს უმასპინძლებს. საღამო Nikala-ს სოლო პროექტით გაიხსნება, ხოლო დასკვნითი ნაწილი კი Nini Nutsubidze-სა და Nikala-ს ერთობლივ პროექტს დაეთმობა.
20 სექტემბრის, პარასკევის, საღამოს გაქვს ფუფუნება გასცდე ქალაქის ხმაურს და 25 წუთში დაპორტირდე ჯადოსნურ სამყაროში, დატკბე ტყის სურნელით, ფერადად განათებული ხეებით, ხელოვნებით, მუსიკით, ცეკვით, შენი საყვარელი აქტივობებით, საინტერესო ადამიანების სიმრავლით და მრავალი სხვა (იხ. ქვევით)!
🎧 სთეიჯი [20:00-დან დილამდე]: მუსიკა არის ადაპტირებული ტყესთან და ღია სივრცესთან. ჟანრების მონაცვლეობა არის მრავალფეროვანი: დაუნთემფო, ორგანული ჰაუსი, პროგრესივ ჰაუსი, დიფჰაუსი, მელოდიური და ღრმა ტექნო, დილის ბედნიერი მუსიკა.
მეორედ საქართველოში, „თბილისის ყავის ფესტივალი“ 20, 21 და 22 სექტემბერს მთაწმინდის პარკში მდებარე „ანდერვილ კლუბში“ კოფეინით გაჟღენთილ, დაუვიწყარ დღეებზე გიმასპინძლებთ! გაეცანით ფესტივალზე ყავის ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესებს, მათ მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა საინტერესო პროდუქციას, დააგემოვნე და აღმოაჩინე სიახლეები.
20 სექტემბერს, მემო ივენთის ორგანიზებით გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც გაიმართება თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე, არსებულ რესტორან ONO at hills -ში.
გოლფის სათამაშო მოედანი სრულიად გადაკეთდება და ადგილზე მოეწყობა სპეციალურად დამონტაჟებული სცენა, დეკორაცია, ხმის სისტემა და განათება რაც ღონისძიების მასშტაბურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის.
აღწერამზად ხართ სეზონის ბოლო და ყველაზე გრანდიოზული ივენთისთვის?🚀 20 სექტემბერს,პირველად საქართველოში,მსმენელის წინაშე წარსდგება არაერთი მსოფლიო ჰიტის ავტორი 🎶სერბი DJ და პროდიუსერი SPACE MOTION
DataFest Tbilisi 2024 აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემთა ყველაზე დიდი ფესტივალი 19-21 სექტემბერს, Pullman Tbilisi Axis-ში ჩატარდება.
ფესტივალი ყოველწლიურად მასპინძლობს იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მონაცემებთან - დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 5 ათასამდე მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორკშოპსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Google, Meta, Amazon, Mercedes-Benz, Siemens, Canva, Wix, Amazon და სხვა.