მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 2 მაისი

TKT აფიშა
02.05.24 08:17
22

OneRepublic

პარასკევი, 10 მაისი 21:00

აღწერა

10 მაისს, Starring Georgia 2024 წლის შეკვეთილის სეზონს ამერიკული პოპ-როკის ვარსკვლავი OneRepublic გახსნის.

OneRepublic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize-ით მიაღწია. ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5-ის დისკოგრაფიაში მოხვდა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი ბენდი Black Sea Arena-მ პირველად Human-ის მხარდამჭერი საკონცერტო ტურის დროს მოიწვია, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კონცერტი ამჯერად 2024 წლის 10 მაისს გაიმართება.

“TooTsie“

01 მაისი - 30 მაისი

აღწერა

პრემიერა

“TooTsie“

ადაპტირებული ტექსტის ავტორი | ლევან წულაძე

ალფრედი და ვიოლეტა

30 აპრილი - 25 მაისი

აღწერა

გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», რომელშიც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა და მოქმედება მის თანამედროვე თბილისში გადმოიტანა.

Line-Up Stand-Up Show

შაბათი, 04 მაისი 19:00

აღწერა

სრულფასოვანი საათნახევრიანი სტენდი შოუ, სადაც 6 გამოცდილი

კომედიანტი შეასრულებს თქვენთვის თავიანთ საუკეთესო მასალას! კომიკოსების ხაზი ყოველთვის მრავალფეროვანია-ნამდვილად არ მოგწყინდებათ.

UNDERGROUND MUSIC CARES #3

ხუთშაბათი, 02 მაისი 20:00

აღწერა

UNDERGROUND MUSIC CARES #3

საქველმოქმედო კონცერტი პატარა გერდას დასახმარებლად რომელიც დაიბადა შეხორცებული ყურებით და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია რომ შეძლოს სმენა.

SEVDALIZA in Tbilisi

ხუთშაბათი, 02 მაისი 21:00

აღწერა

CheckMates წარმოგიდგენთ: სევდალიზა ბრუნდება დიდი ხნის ნანატრი ჰედლაინ შოუთ თბილისში 2 მაისს.

CheckMates არის სპეციალური შოუების სერია, რომელიც ორგანიზებულია დეტალებისადმი დიდი ყურადღების მიღებით, ფოკუსირებულია განსაკუთრებულ მუსიკაზე, ჭადრაკის თამაშზე და უნიკალურ ატმოსფეროში თანამოაზრეებთან დროის გატარების შესაძლებლობაზე.

ANTON DOLIN IN TBILISI

პარასკევი, 03 მაისი 20:00

აღწერა

შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუსული ენის კინოკრიტიკოს ანტონ დოლინთან.

თემა - "სამხედრო დროში კინო: რეალობა ფანტაზიები წინააღმდეგ".

„ახალი თეატრის“ ბესტსელერი წარმოდგენების, „შეყრის“ და „გაყრის“ მუსიკალური ნაზავი

კვირა, 05 მაისი 21:00

აღწერა

5 მაისს, G17-ის სცენა, უპრეცედენტო მუსიკალურ მოგზაურობას გპირდებათ!

სპეციალურად ბათუმელი მაყურებლისთვის, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა და „ახალი თეატრის“ დასმა დაუვიწყარი წარმოდგენა მოამზადეს, ბესტსელერი სპექტაკლების — „შეყრა“ და „გაყრა“ მუსიკალური ნაზავით!

SUNDAY - MAY 5 - YOKOO

კვირა, 05 მაისი 16:00

აღწერა

კვირა 5 მაისი - YOKOO

“ათომიქ ივენთს”-ი და “სანდეის” წარმოგიდგენთ - YOKOO

YOKOO

გასული 2 ათწლეულის ერთერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი და SATYA ლეილბლის მამოძრავებელი ძალა, მრავალთათვის შთაგონების წყარო, ბევრისათვის ჭეშმარიტი მუსიკალური გურუ და სულიერი ენთუზიასტი, 5 მაისს (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს) SUNDAYS სცენაზე წარდგება.

ეროვნული ლიგა | ტორპედო ქუთაისი - დინამო თბილისი

ხუთშაბათი, 02 მაისი 21:00

აღწერა

ეროვნული ლიგის XII ტური | ტორპედო ქუთაისი - დინამო თბილისი

2 მაისი;

21:00 შენგელია არენა