სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენი გახსნის ღამეს რომელიც ჩატარდება 5 ოქტომბერს. სადაც დაუკრავენ ადგილობრივი სცენის ერთ ერთი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი არტისტები:
Clinical Hates- მუსიკოსი პროდიუსერი და დიჯეი თბილისიდან რომელიც სცენაზე გამოჩნდა 2019 წელს როცა მისი დებიუტი შედგა Khidi/G2_ში. ამას თან ერთვის მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სცენაზე გამოჩენა. Clinical Hates_ს მისი კარიერის მანძილზე ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობად ლეიბლებთან როგორებიცაა: Nine Times Nine, Obsruur Berlin, Maisone Close, Nogender, The Brvtalist და ა.შ. მის სეტებში და მის შემოქმედებაში ერთდროულად ადგილს იკავებს Techno, Hard Groovy, Trance და Industrial ელემენტები რომლის მოსმენისას რთულია არ აცეკვდე.
5 ოქტომბერს გეპატიჟებით ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორის ლუდოვიკო ეინაუდის სამყაროში. მისი ემოციურად დატვირთული, ლირიკული და დახვეწილი მუსიკა შესრულდება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ადგილის - Silk Factory Studio-ს სცენაზე. იტალიელი ნეოკლასიკური კომპოზიტორის თაყვანისმცემლებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელით: დავით ქეცბაია მაესტროს კომპოზიციების საკუთარ არანჟირებას წარადგენს. საღამოზე წარმოდგენილი იქნება მისი რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი სხვადასხვა პერიოდიდან, მათ შორის Petricor, Taranta, Waterways, NightBook, Life და მრავალი სხვა.
4 ოქტომბერს გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისში , ცნობილ დიჯეი და პროდიუსერი ENZO SIFFREDI- ის MEMO PROJECTS-ის ფარგლებში თბილისს ესტუმრება.
მან 2015 წელს Defected-ის ჰაუს ტრეკი "Sometimes" ჩაწერა და მოიპოვა მსოფლიო აღიარება და ნომინირებული იყო WMC-ის ნომინაციაში. მისმა ნამუშევარმა "She Babao" 10 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა და უამრავი დოკუმენტური ფილმის, სატელევიზიო პროგრამის თუ სერიალის ნაწილად იქცა მთელ მსოფლიოში,
2019 წელს მისი აფრო ჰაუს რემიქსის "Yeke"-ს გამოშვების შემდეგ, ENZO-მ განავითარა აფრო ჟღერადობა მის ლეიბლ "Wired"-ზე, რომელიც აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრონული მუსიკის ლეიბლი მსოფლიოში, სადაც წარმოდგენილია ისეთი არტისტების ტრეკები, როგორიცაა Moblack, Lunar Plane, Enoo Napa, FNX Omar, Liva K, Notre Dame, Mousse.T და ასე შემდეგ.