მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 22 მარტი

TKT აფიშა
22.03.24 08:00
60

სიმფონიური როკის ჰიტები. Mystery Ensemble

შაბათი, 23 მარტი 20:00

აღწერა

✨ უნიკალური კონცერტი 23 მარტს, 20:00 საათზე, თბილისში, ვახტანგ სალარიძის ატმოსფერულ საკონცერტო დარბაზში, მოდუნებულ კამერულ ატმოსფეროში გაიმართება. Თქვენ სრულად ჩაეფლებით საკულტო როკ- ჯგუფების ცნობილი მუსიკის სამყაროში თბილისის ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული ანსამბლის-Mystery Ensemble-ის მამოძრავებელ, ვირტუოზულ, ემოციურ შესრულებაში!

Jazz Night Reso Kiknadze Quartet

შაბათი, 23 მარტი 21:00

აღწერა

🌠 შაბათს, 23 მარტს არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას რეზო კიკნაძის კვინტეტთან ერთად

თეატრალურის კვარტეტი დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად G17-ში

შაბათი, 23 მარტი 21:00

აღწერა

23 მარტს, G17-ში, კლასიკად ქცეული საკულტო ქართული კომპოზიციები გაჟღერდება: თეატრალურის კვარტეტი, ჩვენს სცენაზე, დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად წარდგება!

თბილისის დიდი სლემი

კვირა, 24 მარტი 09:00

აღწერა

22-24 მარტი 2024, თბილისის დიდი სლემი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საქართველოში ტარდება მსოფლიოში

ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი თბილისის დიდი სლემი, სადაც მონაწილეობას

მიიღებს დაახლოებით 50 ქვეყნის 400 სპორტსმენი, მათ შორის იქნებიან ოლიმპიური და

მსოფლიოს ჩემპიონები.

line-up stand-up show

შაბათი, 30 მარტი 19:00

აღწერა

სრულფასოვანი საათნახევრიანი სტენდი შოუ, სადაც 6 გამოცდილი კომედიანტი შეასრულებს თქვენთვის თავიანთ საუკეთესო მასალას! კომიკოსების ხაზი ყოველთვის მრავალფეროვანია-ნამდვილად არ მოგწყინდებათ. მოდით მოუსმინეთ თქვენს საყვარელ კომიქსებს, გაეცანით იმ ადამიანების მუშაობას, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ. მაღალი ხარისხის მასალა, პირადი ისტორიები, ხუმრობები, კარგი ბარი და თბილი ატმოსფერო - ეს ყველაფერი არის კომედი შოუს ინგრედიენტები. საუკეთესო გზა გასართობად!

კომედიური მაგიდა სტენდი შოუ

პარასკევი, 29 მარტი 22:00

აღწერა

კომედიურ-იმპროვიზაციული შოუ, რომელშიც სუფრასთან მსხდომი კომიკოსები ხუმრობებს

ყვებიან და ცხოვრებისეულ ისტორიებს უზიარებენ. მობრძანდით და დალიეთ ჩაი თბილ,

მეგობრულ გარემოში!

„ქართული ხმების“ საღამო წისქვილის „თეატრში“

შაბათი, 23 მარტი 20:00

აღწერა

23 მარტს, 20:00 საათზე, ანსამბლი „ქართული ხმები“, ბენდთან ერთად, ყველასათვის საყვარელი ქართული სიმღერების რეპერტუარით წარსდგებიან „თეატრის" სცენაზე.

„წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და მზარეულთა გუნდი კი, უგემრიელესი კერძებით გიმასპინძლებენ.

Vini Vici - Mono Hall Tbilisi

შაბათი, 23 მარტი 21:00

აღწერა

23 მარტს - Mono Hall-ში - Psytrance ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუო - VINI VICI დაუკრავს.

VINI VICI - Aviram Saharai-ს და Matan Kadosh-ს მიერ ადრეულ 2000-იანებში ისრაელში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ათეული წლებია ვითარდება და ტურნეებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში.

Jan Blomqvist ( Live ) x MONUMENT

აღწერა

23 მარტს, Monument-ის ორგანიზებით, Factory Tbilisi-ში გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი - Jan Blomqvist დაუკრავს.

Jan Blomqvist - ბერლინში დაფუძნებული მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერია, მისი ლაივ პერფორმანსი კი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს მსმენელში. Jan სკოლის ასაკიდანვე იყო მუსიკით გატაცებული და რამდენიმე ბენდში უკრავდა, 21 წლის ასაკში კი დაინტერესდა ტექნო მუსიკით და საბოლოოდ გადაწყვიტა საკუთარი პროფესია.

Ludovico Einaudi by Tynda Music In Tbilisi

შაბათი, 23 მარტი 19:00

აღწერა

Tynda.Music წარმოგიდგენთ დიდი კინოკომპოზიტორის ლუდოვიკო ეინაუდის სრულიად ახალ და უნიკალურ მუსიკალურ პროგრამას კამერული ანსამბლის Tynda.Music-ის შესრულებით.

პირველად, დიდი იტალიელი კომპოზიტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები სრულიად ახალი ფორმით შესრულდება.

ლუდოვიკო ეინაუდი არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი, მუსიკაში ნეოკლასიკური მიმართულების საკულტო ფიგურა, საუკეთესო ფრანგული ფილმის მუსიკის ავტორი "1 + 1".