27 სექტემბრის, პარასკევის, საღამოს გაქვს ფუფუნება გასცდე ქალაქის ხმაურს და 25 წუთში დაპორტირდე ჯადოსნურ სამყაროში, დატკბე ტყის სურნელით, ფერადად განათებული ხეებით, ხელოვნებით, მუსიკით, ცეკვით, შენი საყვარელი აქტივობებით, საინტერესო ადამიანების სიმრავლით და მრავალი სხვა (იხ. ქვევით)!
🎧 სთეიჯი [20:00-დან დილამდე]: მუსიკა არის ადაპტირებული ტყესთან და ღია სივრცესთან. ჟანრების მონაცვლეობა არის მრავალფეროვანი: დაუნთემფო, ორგანული ჰაუსი, პროგრესივ ჰაუსი, დიფჰაუსი, მელოდიური და ღრმა ტექნო, დილის ბედნიერი მუსიკა.
ყველაზე გამორჩეული ივენთ კომპანია QUEENS TBILISI გთავაზობთ დაუვიწყარი იენთების სერიას თბილისში, ამჯერად უკვე სხვადასხვა პრესტიჟული ლოკაციებიდან. ჩვენთან გატარებული თითოეული სღამო დაუვიწყარი მოგონება იქნება გართობისა და თავდავიწყების უსასრულო ჰორიზონტზე. ამჯერად ჩვენს ღონისძიებას უმასპინძლებს 13 ( ცამეტი)
დაუვიწყარი ემოციების ზღვაზე იზრუნებს ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი იტალიელი არტისტი მარკო ჯენერანი,რომლის ტრეკებსაც წამყვანი პოზიციები უკავია მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში და სხვადასხვა პორტალებზე. მარკოს ამ გასაოცარ მუსიკალურ მოგზაურობაში თანამეგზურობას გაუწევენ უკრაინელი არტისტები Emily. Sai და Purple Dolphin.
Zero People— თანამედროვე ალტერნატიული სცენის უნიკალური ფენომენი. სტადიონული ფორმატიდან, ჯგუფი Animal Jazz-ისგან გამიჯნულმა, ალექსანდრ კრასოვიცკიმ და ალექსანდრ ზარანკინმა დაამტკიცეს, რომ „პიანო-როკი“-ს აღიარებითი ტექსტებით შეუძლია ათასობით ადამიანით სავსე დარბაზების შეკრება.
13 წლის განმავლობაში, Zero People გამოუშვა 7 სრულფასოვანი სტუდიური ალბომი და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკონცერტო ჯგუფი. მათ რეპერტუარში შედის ერთადერთი გამოსვლა Yann Tiersen-თან და Roisin Murphy-თან ერთად, მონაწილეობა უმსხვილეს ფესტივალებში და პირველი ადგილები სტრიმინგ ჩარტებში.
Billboard Georgia Stage, 24 სექტემბერს, ბილბორდ საქართველოს მიერ ორგანიზებული კონცერტების სერიის ფარგლებში, ქართველი ჯაზ შემსრულებლის, ბას - გიტარისტი ხატია ქორიძის სადებიუტო ალბომის პრეზენტაციას „რესპუბლიკა ტერასა” უმასპინძლებს.
Forgot To Dream - ასე ჰქვია ალბომს და ის 6 კომპოზიციას აერთიანებს. მუსიკოსი საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა თბილისის ჯაზ სცენაზე და ახლა უკვე სოლო პროექტით წარსდგება მსმენელის წინაშე, სადაც საკუთარ თავს ამჯერად უკვე კომპოზიტორისა და ვოკალისტის ამპლუაშიც გამოჩნდება.
Homeis.gathering ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებში არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და დეველოპერული სფეროს წარმომადგენლები ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას საინტერესო გარემოში უზიარებენ.
ღონისძიება ჩატარდება 29 სექტემბერს, Radisson Blue Iveria-ში.
Gossip Events Tbilisi's ყველაზე სკანდალურ და ელიტარულ ივენთს ოტიუმი უმასპინძლებს... ✨
დიდი სიხარულით წარმოგიდგენთ Raul Vidal -ს , წარმატებულ არტისტს ,რომელმაც მუსიკის შექმნა თავისი დიდი ვნებისა და ხელოვნებისადმი მგრძნობელობის შედეგად დაიწყო. მუსიკაში მან იპოვა გზა, რომლითაც გამოხატავს თავის სულიერებას და გადმოსცემს იმას, რასაც გრძნობს და აღიქვამს ემოციურად.
მისი მუსიკა აერთიანებს ემოციურ ჰაუსის და მელოდიურ სტილებს, რომელთაც თან ერთვის დამახასიათებელი ენერგია, რაც მის ყველა ნაშრომით განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. დღემდე, მან გამოუშვა მუსიკა ისეთ ცნობილ ლეიბლებზე, როგორიცაა Madorasindahouse, Sneja Recordings და Harabe Black. ასევე, იგი უკრავდა ისეთ პრესტიჟულ კლუბებში, როგორიცაა Cova Santa (იბიცა), Milá (მაიამი), Boho (მაიამი), Playa Padre (მარბელა), Mirage (პარიზი), Palosanto (ნიუ-იორკი) და სხვა მრავალი. ლიტერატურითა და წერით გატაცებული, მუსიკა მუდამ თან ახლავს მის შემოქმედებას და შთაგონების წყაროდ იქცევა მისი ცხოვრების ყველა ასპექტში. ვიდალი ახერხებს, რომ თავის უნიკალურ გამოცდილებასა და ხედვაში ჩართოს სხვა ადამიანებიც, უნიკალური და შთამბეჭდავი გამოცდილების შესაქმნელად.