მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 25 ნოემბერი

TKT აფიშა
25.11.24 08:35
40

შესყიდვების კონფერენცია 2024

პარასკევი, 29 ნოემბერი 17:00

აღწერა

კომპანია “მარტივი შესყიდვების” ორგანიზებით, 29 ნოემბერს რიგით მეორე “შესყიდვების კონფერენცია 2024” გაიმართება, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ სიახლეებზე, ინოვაციებზე და გამოწვევებზე.

ვისთვის არის საინტერესო?

შემსყიდველებისთვის, ლოგისტიკის და საწყობის მართვის სპეციალისტებისთვის, შესყიდვებით დაინტერესებული პირებისთვის, კომპანიების წარმომადგენლებისთვის და ყველა იმ პროფესიონალისთვისა თუ დამწყებისთვის, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, რადგან ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი სტუმარი, რომლებიც სწორედ ამ და სხვა მომიჯნავე სფეროებიდან იქნებიან.

ღონისძიება საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება და დაინტერესებულია სიახლეებით და საუკეთესო, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარებით.

MAGA

პარასკევი, 29 ნოემბერი 22:00

აღწერა

კიდევ ერთი დაუვიწყარი ღონისძიება MEMO Projects- ისგან, კლუბ TRIBE TBILIS- ში

ამჯერად თვენს წინაშე წარსდგება ფრანგი პროდიუსერი, MAGA რომელიც გამოგზაურებთ მისი მელოდიური, ორგანული და მინიმალისტური ნამუშევრებით.

MAGA-მ ბოლო 9 წლის განმავლობაში შეისწავლა და განავითარა სხვადასხვა ჟანრები სხვადასხვა ქალაქებში, ის გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფესტივალების ჰედლაინერი , როგორებიცაა BURNING MAN, COACHELA, CIRCOLOCCO და სხვა მრავალი.

Splean

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 20:00

აღწერა

ლეგენდარული როკ ჯგუფი „სპლინი“ შეასრულებს საუკეთესო სიმღერებს სხვადასხვა ალბომებიდან, რომლებიც ფართოდ არის ცნობილი და უყვარს საზოგადოებას

და ასევე იქნება ახალი სიმღერები!

მშვიდობით, თემურ!

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 19:00

აღწერა

პიესის ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი

რეჟისორი - ზურაბ გეწაძე

მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი

მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გეწაძე

ტექნიკური რეჟისორი - რუსუდან ბარბაქაძე

დიალოგი ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 20:00

აღწერა

28 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეუფასებელი გამოცდილების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, ნიკოლოზ წულუკიძის შეხვედრების სერიას - “დიალოგს” უმასპინძლებს.

“დიალოგი” ხელოვნებისა და კულტურის თანაზიარი პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებლობა გექნებათ, მოისმინოთ უცნობი ისტორიები და აღმოაჩინოთ კულისებს მიღმა დარჩენილი ამბები.

იქ, ჩვენთან

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 20:00

აღწერა

პრემიერა სოხუმის თეატრში!

მაყურებლისთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანია იცოდეს თუ რა ხდება იქ, ჩვენთან, აფხაზეთში. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ შერეულ ოჯახში, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი - ქართველი. მათი ერთადერთი მოზარდი შვილი, თავის სამყაროში, მხოლოდ მშვენიერებასა და სილამაზეს ეძებს, მაგრამ ესმით კი მისი?! გარშემო არსებული ვითარების გამო, იგი მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. ამ სახლში ვხვდებით საოჯახო საქმეებით დაკავებულ ინდივიდებს, ოჯახის მდგმურს, რუსულენოვან მღვდელსა და თბილისში ნასწავლ აფხაზ ექიმს. ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან... აფხაზეთი.

ალფრედი და ვიოლეტა

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 19:00

აღწერა

12 წლამდე ბავშვები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

დაგვიანებულები არ დაიშვებიან სპექტაკლზე

გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», რომელშიც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა და მოქმედება მის თანამედროვე თბილისში გადმოიტანა.

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისი"

შაბათი, 30 ნოემბერი 19:00

აღწერა

ზაქარია ფალიაშვილი

დაისი

ოპერა სამ მოქმედებად

მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი

ოთხშაბათი, 25 დეკემბერი

აღწერა

12 წლამდე ბავშვები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

დაგვიანებულები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

სპექტაკლი მთლიანად აგებულია XIX საუკუნის ქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა საფრანგეთში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა.

eCommerce Day Georgia 2024

პარასკევი, 29 ნოემბერი 10:00

აღწერა

იქომერს ასოციაცია - საქართველოს ორგანიზებით, 29 ნოემბერს რიგით მეორე კონფერენცია “იქომერსის დღე” ჩატარდება, სადაც ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლები იქომერსის სიახლეებზე, ინოვაციებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული და საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, კავშირების დამყარებას და სამომავლო საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები