მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TKT.ge აფიშა - 26-27 აგვისტო

აფიშა
26.08.24 08:00
1075

SOHO BATUMI - “ჩვენი ბენდი” & GURI DE SAL

ორშაბათი, 26 აგვისტო 23:59 საათი, Soho Batumi

ცნობილი ჰიტები ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფისაგან — “ჩვენი ბენდი”, SOHO -ს სცენაზე. საღამოს გააგრძელებს ყველასთვის კარგად ცნობოლი არტისტი GURI DE SAL.

I კალათა - 40₾

FACE & AGE CONTROL

მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ: 595 53 57 57

ლაშა ღლონტის მუსიკალური საღამო პონტოს გონიოში

ორშაბათი, 26 აგვისტო, 21:00 საათი, რესტორანი Pontos Gonio (გონიო)

Pontos Gonio - რესტორანი ზღვის ხედებით, ეგზოტიკური ელემენტებითა და ელეგანტური დიზაინით გთავაზობთ საოცარ მუსიკალურ საღამოს, სადაც დაგხვდებათ უგემრიელესი ქართულ- ევროპული სამზარეულო და ტროპიკული კოქტეილები, რომელიც საღამოს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. გახდი თავბრუდამხვევი საღამოს ნაწილი!

ბილეთის ფასი: 80 ლარი, ადგილი მაგიდასთან. ბილეთის ღირებულება მოიცავს მენიუს და 4 პერსონისთვის.

აუცილებელია მაგიდების წინასწარი ჯავშანი! საკონტაქტო: 591588885

მარს ექსპრესი - ქართული სუბტიტრებით

ორშაბათი, 26 აგვისტო, 19:00 საათი, Cinemaholics Tbilisi

ფილმის მოქმედება მარსზე, 23-ე საუკუნეში მიმდინარეობს, სადაც კერძო გამომძიებელი ელაინ რუბი და მისი ანდროიდი კომპანიონი, კარლოს რივერა მკვლელობის საქმეს იძიებენ.

"მარს ექსპრესი“ გაყენებს მუდმივი გამოცდის მდგომარეობაში, რათა მიჰყვე მისი სამყაროს კომპლექსურობას, პერსონაჟთა კონსტელაციას და ძალადობრივ იდუმალებას, რომელშიც ისინი არიან გახლართულნი. მთავარი ისტორია, როგორც მჟავნდება, საზრიანი და ემოციურად დატვირთულია. ესაა მომხიბვლელი, თავბრუდამხვევი და ორიგინალური ანიმაცია ადამიანისა და ტექნიკის თანაარსებობის საფრთხეებზე.

მარს ექსპრესი - ინგლისური სუბტიტრებით

ორშაბათი, 26 აგვისტო, 16:00 საათი, Cinemaholics Tbilisi

მარს ექსპრესი - რუსული სუბტიტრებით

ორშაბათი, 26 აგვისტო, 22:00 საათი, Cinemaholics Tbilis

GLITZ AT RACHA

ორშაბათი, 26 აგვისტო, 21:00 საათი, On The River (რაჭა)

26 აგვისტოს რაჭაში @ontheriverontheriver -ზე Glitz.community გთავაზობთ AFRO HOUSE-ის დაუვიწყარ საღამოს.

სადაც თქვენს განწყობაზე იზრუნებენ: @gegakhutsishvilii და @jabagogatishvili

დასაწყისი: 26 აგვისტო 21:00

ბილეთის ფასი: I basket-20 ლარი, On the door-30 ლარი

Dress Code: Smart casual

მაგიდების დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ @glitz.community-ის ინსტაგრამ გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 550 901

ბილეთის შეძენა, როგორც TKT.GE-ს ვებ გვერდზე, ასევე კარზე შეგეძლებათ.

Andy

სამშაბათი, 27 აგვისტო, 20:00 საათი, Euphoria Hotel Batumi

მოემზადეთ მომხიბლავი საღამოსთვის, სადაც ლეგენდარული სპარსული პოპ-ვარსკვლავი, ენდი, 27 აგვისტოს სასტუმრო Euphoria Batumi-ის სცენაზე დადგება!

ეს გამორჩეული არტისტი გვპირდება დაუვიწყარი მუსიკითა და გართობით სავსე ღამეს.

შემოგვიერთდით და მიიღეთ შანსი დატკბეთ ენდის საუკეთესო ჰიტებით და საყვარელი კლასიკით მყუდრო გარემოში, ეს ყველაფერი ბათუმის განსაცვიფრებელი ხედების ყურებისას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იხილოთ ნამდვილი მუსიკალური ლეგენდა!

დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 507 7777 74

SOHO BATUMI - LEXSENI

სამშაბათი, 27 აგვისტო, 23:59 საათი, Soho Batumi

27 აგვისტოს SOHO BATUMI წარმოგიდგენთ LEXSENI-ს კონცერტს

ლექსსენი, საქართველოში 90-იანი წლებიდან ყველაზე პოპულარული და რეიტინგული ქართველი რეპერი, გამორჩეულად ბევრი ჰიტების ავტორი, დღემდე აქტუალური და პროდუქტიული ყველა თაობისთვის სასურველი ჰიპჰოპ არტისტი.

Face & Age Control

I კალათა - 40₾ ( SOLD OUT)

II კალათა - 50₾

მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 595 53 57 57

KIBE // TERRACE: SPARKS // VFY // YAMOC

სამშაბათი, 27 აგვისტო, 23:59 საათი, KIBE (ბათუმი)

27 აგვისტოს, კლუბის ტერასა ლოკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, დიჯეისა და ფირფიტების კოლექციონერს, ჰაუს ჟღერადობაზე დაფუძნებულ დიჯეის VFY იგივე Tobako Tween უმასპინძლებს. მასთან ერთად წარდგება Yamoc - ადგილობრივი სცენის კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენელი, რომლის სეტები ორიენტირებულია ჟანრებზე: 90's House, Trance, Breaks. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ლოკალური ელექტრონული მუსიკის სცენის ახალი ტალღის წარმომამდგენელი Sparks

ფასები:

I Basket: 40 GEL

II Basket: 50 GEL

III Basket/Door: 60 GEL

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები