ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს ‘’ბაზარი ორბელიანზე’’ გრანდიოზულად მასპინძლობს.
26 ივნისს, საქართელო-პორტუგალიის მატჩზე, სპეციალურად ამ დღისთვის, 4 საჩვენებელი სივრცე მოეწყობა, აქედან ორ ლოკაციაზე განთავსებული იქნება დიდი ეკრანი.
ყველა საჩვენებელ სივრცეში სტუმრებს ექნებათ ეკრანების წინ, მაგიდებთან განთავსების კომფორტი, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეროვნული ნაკრების თამაშს, ბაზარი ორბელიანზე არსებული, მრავალფეროვანი კერძებისა და სასმელების თანხლებით უგულშემატკივრონ და დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
საქომაგო განწყობის შესაქმნელად ბაზარი ორბელიანის სივრცე საგულშემატკივრო სულისკვეთებით, სპეციალური დეკორაციებით, გასართობი და მუსიკალური პროგრამებით, საფეხბურთო ვიქტორინებით, გათამაშებებითა და პრიზებით იქნება დატვირთული, რაც მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე აიღებს სტარტს და გულშემატკივრებს ამაღლებულ განწყობას შეუქმნის.
საჩვენებელი სივრცეები დაყოფილია 3 დარბაზად , ხოლო ამ დარბაზებში განთავსებული მაგიდები იყოფა ორ კატეგორიად : 35 ლარიან და 50 ლარიან ადგილებად.
წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.
ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - ახალი პროექტი გააერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი, გამოგზაურებთ ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.
26 ივნისს ჯაზის კავშირში გამორჩეული მინიმალისტური კომპოზიტორების - ფილიპ გლასის, ჯონ კეიჯის, ჯონ ადამსის და მაიკლ ნაიმანის ბრწყინვალე მუსიკას შეასრულებს ჯილდოს მფლობელი პიანისტი ჰერმან მარკჰასინი.
28 ივნისს - Spacehall კუსტბაზე - Mono Hall-სა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი - Mahmut Orhan დაუკრავს.
Mahmut Orhan - ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბოლში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი, არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან - Ultra Records გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა, არტისტის პირველი აღიარება, მისი ინსტრუმენტალური ნამუშევრით - "Age of Emotions" დაიწყო.
30 ივნისს მურო გაგოშიძე და ცეკვის ლაბორატორია MMOVELAB მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი და მოდერნიზებული ქორეოგრაფიული კომპოზიციით წარსდგება. თქვენ იხილავთ ქართული ხალხური, ქართული თანამედროვე ცეკვისა და ბალეტის სინთეზს. წინ გელით ემოციებით დატვირთული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი.
28 ივნისს, ყველაზე მაღალი სქაი ბარი - Weather Report მასპინძლობს გამორჩეულ მუსიკოსს და თანამედროვე ქართული მუსიკის კოლორიტს "თამადა". ისიამოვნეთ ელექტრონული და ქართული ტრადიციული ჰარმონიული მუსიკით, განსაკუთრებული ხედებით და საოცარი კოქტეილებით!