26 მარტს 18.00 საათზე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება გამოჩენილი კომპოზიტორის, საგუნდო მუსიკის დიდოსტატის - იოსებ კეჭაყმაძის 85 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
იოსებ კეჭაყმაძის უნიკალური და ნოვატორული შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქართული მუსიკალური კულტურის საგანძურშია შესული, მის მიმართ ინტერესი საერთაშორისო მასშტაბისაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ხელოვანთა ნამუშევრებთან ერთად, იოსებ კეჭაყმაძის ორი ნაწარმოები მთვარეზე გაიგზავნება.
საიუბილეო საღამოზე აჟღერდება კეჭაყმაძის ცნობილი ქმნილებები. საღამოს წამყვანი - ნიკოლოზ წულუკიძე დამსწრე საზოგადოებას კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და დღემდე უცნობ ფაქტებს გააცნობს.
სპექტაკლი არის ერთგვარი "სთენდაფი", ბარის მომღერალ ქალზე, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს ცხოვრებაში, პირადი ბედნიერების გარდა. იუმორით და სატირით შეზავებული მონო პიესა, რომელსაც ფონად, ცოცხალი მუსიკალური შესრულება გასდევს.
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
🎶 შემოგვიერთდით ხუთშაბათს, 28 მარტს, 22:00 საათზე!
მოგეხსენებათ, "Perdu Monocle" ძველი თეატრალური ტერმინია, რომელიც ნიშნავს უდიდეს სიურპრიზს, რომელიც სახეზე ასახავს გაოცებას და მონოკლის გაოგნებულ აწევას. სინამდვილეში, ეს არის ზუსტად ის, რისკენაც ისწრაფვიან PerduMonocle-ეს მუსიკოსები, გააოცონ მაყურებელი და აჩუქონ ძლიერი ემოციები და ამ მდგომარეობაში დატოვონ ველა მაყურებელი კონცერტის დასრულებამდე.
1970 წელს ტაგანკას თეატრში ანდრეი ვოზნესენსკის პიესის მიხედვით, რეჟისორმა იური ლიუბიმოვმა დადგა სპექტაკლი "იზრუნე შენს სახეებზე" ვლადიმერ ვისოცკისთან, ვენიამინ სმეხოვთან და ლეგენდარული თეატრის სხვა ვარსკვლავებთან ერთად. სამი ჩვენების შემდეგ ის აკრძალეს. 50 წლის შემდეგ ანდრეი ვოზნესენსკის შვილმა, ბიზნესმენმა ლეონიდ ბოგუსლავსკიმ იპოვა სპექტაკლის ასლი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა და გოგოლის ცენტრს გადასცა.
29 მარტს მემო ივენთის ორგანიზებით მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ მსოფლიოში აღიარებულ მომღერალ და კომპოზიტორ AWEN _ ის LIVE performance-ს. ის დაიბადა პარიზში, AWEN-მა დაიწყო აფრო-ჰაუსის უნიკალური სტილის შექმნა 2016 წელს. 2019 წელს AWEN-მა გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი, ის თანამშრომლობს აფრო-ჰაუს ვარსკვლავებთან, როგორებიცაა ფლოიდ ლავინი, ბლექ ქოფი, დენიელ რატეუკი ენუ ნაპა.
სრულფასოვანი საათნახევრიანი სტენდი შოუ, სადაც 6 გამოცდილი კომედიანტი შეასრულებს თქვენთვის თავიანთ საუკეთესო მასალას! კომიკოსების ხაზი ყოველთვის მრავალფეროვანია-ნამდვილად არ მოგწყინდებათ. მოდით მოუსმინეთ თქვენს საყვარელ კომიქსებს, გაეცანით იმ ადამიანების მუშაობას, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ. მაღალი ხარისხის მასალა, პირადი ისტორიები, ხუმრობები, კარგი ბარი და თბილი ატმოსფერო - ეს ყველაფერი არის კომედი შოუს ინგრედიენტები. საუკეთესო გზა გასართობად!