Pvp Flow-ს მეორე სეზონის ხალხის ჩემპიონი, Fan Favourite ემსი, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი საკუთარი ავთენტური პერფორმანსითა და ენერგიული შესრულებით Madmose - Basement Bar-ის სცენაზე დადგება. არ გამოტოვოთ თქვენთვის საყვარელი, ყველაზე ნახვადი რაუნდების ცოცხალი შესრულება.
Madmose-ს ზურგს გაუმაგრებენ PvP-ს Pound to Pound - ჩემპიონი 2 ქამრის მფლობელი Taha 9/11, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ჟღერადობის ნამუშევრების მქონე Skyress-ი და M-Iro, რომელსაც Basement Bar ში დებიუტი ექნება და თქვენს სასიამოვნოდ გაკვირვებას შეეცდება.
კომპანია“მარტივი შესყიდვების” ორგანიზებით,29 ნოემბერსრიგით მეორე“შესყიდვების კონფერენცია 2024”გაიმართება, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ სიახლეებზე, ინოვაციებზე და გამოწვევებზე.
ვისთვის არის საინტერესო?
შემსყიდველებისთვის, ლოგისტიკის და საწყობის მართვის სპეციალისტებისთვის, შესყიდვებით დაინტერესებული პირებისთვის, კომპანიების წარმომადგენლებისთვის და ყველა იმ პროფესიონალისთვისა თუ დამწყებისთვის, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, რადგან ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი სტუმარი, რომლებიც სწორედ ამ და სხვა მომიჯნავე სფეროებიდან იქნებიან.
ღონისძიება საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს პროფესიული განვითარება და დაინტერესებულია სიახლეებით და საუკეთესო, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარებით.
კიდევ ერთი დაუვიწყარი ღონისძიება MEMO Projects- ისგან, კლუბ TRIBE TBILIS- ში
ამჯერად თვენს წინაშე წარსდგება ფრანგი პროდიუსერი, MAGA რომელიც გამოგზაურებთ მისი მელოდიური, ორგანული და მინიმალისტური ნამუშევრებით.
MAGA-მ ბოლო 9 წლის განმავლობაში შეისწავლა და განავითარა სხვადასხვა ჟანრები სხვადასხვა ქალაქებში, ის გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფესტივალების ჰედლაინერი , როგორებიცაა BURNING MAN, COACHELA, CIRCOLOCCO და სხვა მრავალი.
28 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის და Mastercard-ისშეუფასებელი გამოცდილების ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, ნიკოლოზ წულუკიძის შეხვედრების სერიას - “დიალოგს” უმასპინძლებს.
“დიალოგი” ხელოვნებისა და კულტურის თანაზიარი პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებლობა გექნებათ, მოისმინოთ უცნობი ისტორიები და აღმოაჩინოთ კულისებს მიღმა დარჩენილი ამბები.
მაყურებლისთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ მნიშვნელოვანია იცოდეს თუ რა ხდება იქ, ჩვენთან, აფხაზეთში. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ შერეულ ოჯახში, სადაც ქმარი აფხაზია, ხოლო ცოლი - ქართველი. მათი ერთადერთი მოზარდი შვილი, თავის სამყაროში, მხოლოდ მშვენიერებასა და სილამაზეს ეძებს, მაგრამ ესმით კი მისი?! გარშემო არსებული ვითარების გამო, იგი მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. ამ სახლში ვხვდებით საოჯახო საქმეებით დაკავებულ ინდივიდებს, ოჯახის მდგმურს, რუსულენოვან მღვდელსა და თბილისში ნასწავლ აფხაზ ექიმს. ამ ადამიანების ირგვლივ მოვლენები ძალიან საინტერესოდ, მძაფრად და მოულოდნელად ვითარდება, საიდანაც ნათლად იკვეთება თუ რა გარემოებების გამოა მოწყვეტილი ჩვენი ქვეყნისგან... აფხაზეთი.
გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», რომელშიც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა და მოქმედება მის თანამედროვე თბილისში გადმოიტანა.
იქომერს ასოციაცია - საქართველოს ორგანიზებით, 29 ნოემბერს რიგით მეორე კონფერენცია “იქომერსის დღე” ჩატარდება, სადაც ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლები იქომერსის სიახლეებზე, ინოვაციებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული და საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, კავშირების დამყარებას და სამომავლო საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობას.