მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 29 ოქტომბერი

TKT აფიშა
29.10.24 07:49
38

სირანო უნდა მოკვდეს

აღწერა

პ რ ე მ ი ე რ ა

ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ მიხედვით - თავისუფალი ადაპტაცია.

თარგმანი: ირინა ბაგაური

პიესის ავტორი: ლეონარდო მანძანი, როკო პლაჩიდი

რეჟისორი: ლეონარდო მანძანი

ვარდისფერლოყება ჰელოუინი

პარასკევი, 01 ნოემბერი 19:00

აღწერა

ჩვენმა ჯადოქრებმა უკვე დამალეს საჭირო მასალები, მათ პოვნაში რუკები დაგეხმარებათ, თქვენი ხელით დამზადებული სანათები კი ორთქლის გამომშვებ გოგრასთან მიგიყვანთ, გოგრის ორთქლი ძალებს მოგაკრებინებთ, რომ ფერადი მუსიკა დაუკრათ და ტკბილეულით სავსე პინიატას თოკი გამოაძროთ

DIWALI PARTY ~ FILMY FIESTA

შაბათი, 02 ნოემბერი 19:00

აღწერა

🎉 მოემზადე დივალისთვის, ისე როგორც არასდროს! ✨

შემოგვიერთდით დაუვიწყარი დღესასწაულისთვის! 🔥

განიცადე საუკეთესო მუსიკალური ექსტრავაგანზა! 🎶

მოემზადეთ დაუვიწყარი ბიტებისთვის!

ქუჩის თეატრი მისტერ პეჟოს მოხეტიალე თოჯინები - "დეკადანსი" შოუ

პარასკევი, 08 ნოემბერი

აღწერა

მისტერ პეჟოს მოხეტიალე თოჯინები - კარნავალის კულტურის თეატრი, ნიღბები, გროტესკები და ბუფონობა. მსახიობები შთაგონებას იღებენ ბაროკოს ოპერიდან, ისტორიული ფარიკაობით, აზიური საბრძოლო ხელოვნებით, შუა საუკუნეების მინიატურებიდან, ფელინის ცირკიდან და ფაქტიურად ყველა დანარჩენიდან.

CUBE OPENING // HALLOWEEN: ARYA // AUTUMN TREE // AUDIO SPACE // SEVDA

პარასკევი, 01 ნოემბერი

აღწერა

1 ნოემბერს, კლუბის პატარა ოთახი CUBE სეზონის პირველ ივენთსა და ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი ელექტორნული მუსიკის სცენის პიონერი არტისტი, Radio City Studio-ს დამფუძნებელი Autumn Tree დაუკრავს, რომელიც ცნობილია კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი პროექტით Boyd Schidt. მასთან ერთად B2B სეტით წარდგებიან ლოკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლები: ლადუკა ნინუა progressive trance/house ჟღერადობაზე დაფუძნებული პროექტით Sevda და Mzesumzira კოლექტივის წევრი Audio Space. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ადგილობრივი სცენის ახალი ტალღის წარმომადგენელი, სწრაფად პროგრესირებადი დიჯეი Arya.

HELLADOS

ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი

აღწერა

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „HELLADOS“ ნოდარ დუმბაძის ამ ცნობილი, კლასიკად ქცეული ნაწარმოების ახლებური ვერსიაა, რომლის ინსცენირება თავად ახალგაზრდა რეჟისორს, ნატალია გალოგრეს ეკუთვნის. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება გასული საუკუნის სოხუმი, თავისი მრავალეთნიკური მოსახლეობით. სპექტაკლში ვხედავთ ორი მოზარდის, იანგულისა და ჯემალის პაექრობას, ბრძოლას თვითდამკვიდრებისთვის, რომელიც საბოლოოდ გულწრფელ მეგობრობაში, ურთიერთპატივისცემაში გადაიზრდება. „სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ – ამბობს ბერძენი იანგული და სწორედ ეს განცდა ეძახის მას სოხუმისკენ დასაბრუნებლად, როცა მამასთან და უამრავ ადამიანთან ერთად, გემით საბერძნეთში მიმავალი საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს. წარმოდგენა ეხება ისეთ მარადიულ ფასეულობებს, როგორიცაა მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა, თავგანწირვა.

ჰელოუინის საღამო

ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი

აღწერა

განიცადეთ ორგანის დიდებული ჟღერადობა კინომუსიკის დაუვიწყარ საღამოზე ორკესტრთან ერთად!

პირველად საქართველოში, მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ჰელოუინის თემატიკაზე შექმნილი ლეგენდარული კომპოზიტორების (ჰანს ზიმერი, დენი ელფმანი, ჯონ უილიამსი ენდრიუ ლოიდ ვებერი) კინომუსიკის კონცერტი. ეს არის უნიკალური შანსი, რომ მოისმინოთ საყვარელი ფილმების დაუვიწყარი მელოდიები ორგანისა და ორკესტრის ცოცხალი შესრულებით.

ჰელოუინის კოსტუმირებული წვეულება

ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი

აღწერა

• Art-Therapy გიწვევთ დაუვიწყარ კოსტიუმირებულ წვეულებაზე თბილისში Halloween-ისთვის ყველაზე მორგებულ სივრცეში. ეს დღესასწაული ყველაზე მისტიური და გამორჩეულია კოსტუმებითა და განსხვავებული აღნიშვნის ფორმით. სწორედ ამ დღესასწაულის სპეციფიკაცია და ჩვენი განსაკუთრებული გარემო შექმნის თქვენთვის დაუვიწყარ მოგონებებს.

• ჩვენ გთავაზობთ: მუსიკას, ბარს, გემრიელ მენიუს, კარაოკეს, პინგ-პონგს, ბილიარდს, მაგიდის ფეხბურთს, ფილმის ჩვენებას, განუმეორებელ გარემოს, შთამბეჭდავ დეკორაციებს და სხვადასხვა სიურპრიზსს.

ტური თეატრში გრძელდება

ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი

აღწერა

თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის - ტური თეატრში გრძელდება !

„თეატრის ამბავი“ - ტური ბავშვებისათვის არის 1 საათიანი მოგზაურობაა თეატრში 6 – 11 წლის ბავშვებისათვის

მოგზაურობისას ბავშვებს მოვუყვებით თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცენის მიღმა? რა ტექნიკაა თეატრში და რისთვისაა საჭირო ? როგორია თეატრის სახვითი ენა ? რატომ ეძახიან თეატრს ჯადოსნურ სამყაროს ?

სცენის მტვერსაც შეიქუნთქავენ, პარიკებსაც მოიზომავენ და ეცოდინებათ კულისები ისე, როგორც არ იციან მათ, ვინც ამ ტურზე ნამყოფი არაა !

მთავარი - რეპეტიციაც თუ დაემთხვა - ეს დამატებითი ბონუსიც გამოგვივა და ბავშვები მუშაობის საოცარ პროცესს ნახავენ !

სტუმარი

ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი

აღწერა

(ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით)

პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორი: ლაშა იმედაშვილი

დამდგმელი რეჟისორი: დავით საყვარელიძე

რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია

მონაწილეობენ: ბადრი ბეგალიშვილი, ნათია ბუნტური, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი, ლილი ხურითი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები