მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 3 სექტემბერი

TKT აფიშა
03.09.24 07:58
30

Gianandrea Noseda | Joshua Bell | Chen Reiss

სამშაბათი, 03 სექტემბერი

აღწერა

ჯანანდრეა ნოზედა – დირიჟორი

ჯოშუა ბელი - ვიოლინო

ხენ რეისი - სოპრანო

Lizi Apakidze With Reso Kiknadze

სამშაბათი, 03 სექტემბერი

აღწერა

არტერიაში თავისუფალი იმპროვიზაციის საღამოები ბრუნდება.

ჯაზის ინსპირაციით შესრულებული პერფორმანსების ახალ სეზონს გახსნილად ვაცხადებთ

Monkey - Omar S

აღწერა

პარასკევი, 06 სექტემბერი 23:00

6 სექტემბერს, MONKEY დიდი მოლოდინით უმასპინძლებს უნიკალურ დეტროიტელ არტისტს - Omar S და ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფიგურას - Idriss D მათთან ერთად, მსმენელის წინაშე, Temuriko Diasamidze წარდგება, რომელიც თავისი გამორჩეული სეტებით და საოცარი ატმოსფეროს შექმნის უნარით, მუდამ თავს ამახსოვრებს აუდიტორიას. Omar S - ჰაუს მუსიკის ციტადელში, დეტროიტში ჩამოყალიბებული არტისტი, მონუმენტური ფიგურაა ანდერგრაუნდ ტექნო და ჰაუს სცენებში. ცნობილი ლეიბლის, FHXE-ის დამაარსებელის, ალექსანდრ ომარ სმიტის სახელზეა ისეთი კლასიკად ქცეული ნამუშევრები, როგორებიცაა: "The Sh*t Baby," "Day," და "Psychotic Photosynthesis"😎 Idriss D - იტალიაში დაფუძნებული ალჟირელი DJ, გამოირჩევა ელექტრონული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილით, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. მისი უნიკალური დაკვრის სტილი ხასიათდება ატმოსფერული და ჰიპნოტური ჟღერადობით, რის გამოც იგი მრავალჯერ მოხვედრილა მსოფლიოს წამყვან სცენებზე. მუსიკალური შესაძლებლობების გარდა, ის არტისტ მენეჯერიცაა. მის სახელს უკავშირდება ისეთი შემსრულებლების კარიერული წარმატების დაჩქარება, როგორებიც არიან Carl Craig და Luciano.

Mushroomsfest Mushroom

აღწერა

06-07 სექტემბერი 23:00

Mushroomfest , 6 სექტემბერს, 23:00 საათიდან!

ამ დროის განმავლობაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ ელექტრონული მუსიკის უსაზღვრო სამყარო და შეიგრძნოთ ის ენერგია, რომელიც მხოლოდ Mushroomfest-ის მსგავს ფესტივალებზეა შესაძლებელი.

🤩 ელექტრონული მუსიკის მოყვარულებო, ისტორიული მოვლენა გველის! 🎉

ფსიქოდელიური ტრანსის სამყაროს ყველაზე ცნობილი ფესტივალების - O.Z.O.R.A.-ს, Indian Spirit Festival-ის, Boom Festival-ისა და Universo Paralello Festival-ის წამყვანი არტისტები პირველად გაერთიანდებიან საქართველოში, Mushroomfest-ზე!

რამონა

აღწერა

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი

12 წლამდე ბავშვები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

დაგვიანებულები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.

თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი - „მელოტი მომღერალი ქალი“

აღწერა

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი

თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი - „მელოტი მომღერალი ქალი“

ეჟენ იონესკო

Sir András Schiff

აღწერა

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი

სერ ანდრაშ შიფი - ფორტეპიანო

იოჰან სებასტიან ბახის, იოზეფ ჰაიდნის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები

სასტუმროს ნაკრები 3-4 სექტემბერი

აღწერა

სამშაბათი, 03 სექტემბერი

სასტუმროს ნაკრების ფასი მოიცავს:

სასტუმროში განთავსებას სეპერიორ ოთახში 1 ღამით 2 ადამიანი.

საუზმეს 2 ადამიანზე.

ჩექინის დღის 19:00 საათიანი და მომდევნო დღის 12:00 საათიანი კონცერტის 2 ბილეთს საუკეთესო რადისონის ზონაში.

SOHO BATUMI - MERAB SEPHASHVILI & FRIENDS

აღწერა

სამშაბათი, 03 სექტემბერი

3 სექტემბერს SOHO-ს სცენაზე ყველა თაობის საყვარელი მომღერალი მერაბ სეფაშვილი პროგრამით “ზღაპრის ბოლო კეთილია” მომღერალი ყველა თავისი ჰიტით წარსდგება თქვენს წინაშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები