მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 30 ივლისი

TKT აფიშა
30.07.24 07:56
29

ბლუზის ფესტივალი

3-10 აგვისტო

აღწერა

ის, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს, წელს კიდევ ერთხელ დადასტურდება: ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯ.ჯი-ში, კონცერტების რიგით მერვე სერიას იწყებს.

2024 წლის ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინალური , ნამდვილი ბლუზისთვის დამახასითებელი რითმით და ტემპით გაჯერებული იქნება. ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორს სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერ ვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, - ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ.

Moku J & Moku T at Shukura

შაბათი, 03 აგვისტო 17:00

აღწერა

3 აგვისტოს, 17:00-ზე შუქურაში Moku J-ს და Moku t-ს ლაივ პერფორმანსი გაიმართება. ეს მუსიკალური ღონისძიება წარმოადგენს შუქურას საზაფხულო პროგრამის ნაწილს, რომელიც მთელი ივლისის განმავლობაში ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება.

PUBLIC'S NIGHTS | BESSARIONN • UCHA • ROMA J

ოთხშაბათი, 31 ივლისი 21:00

აღწერა

31 ივლისს, გვესტუმრეთ Public's Nights-ის ივენთზე, რომელიც გაიმართება ღია ცის ქვეშ - მზის ჩასვლიდან / მზის ამოსვლამდე.

Public's Nights წარმოადგენს ივენთების ორგანიზატორ კომპანიას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში მუსიკალური ღონისძიებების შექმნასა და ფესტივალებისათვის სივრცეების ათვისებას.

RAGGEON-SOHO BATUMI

Thursday, 01 August 23:59

აღწერა

1 აგვისტოს - SOHO BATUMI წარმოგიდგენთ - ჯგუფი REGGAEON სოლო კონცერტს.

საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფი "რეგიონი" SOHO-ს სცენაზე წარდგება პოპულარული ჟღერადობის რეგი მუსიკით. ჯგუფი 2008 წელს ჩამოყალიბდა და მთელ კავკასიაში ერთადერთი ჯგუფია რომელიც რეგის სტილში ქმნის მუსიკას. კონცერტზე “რეგიონის” ყველა ჰიტი აჟღერდება.

DISCO NIGHT

პარასკევი, 02 აგვისტო 20:00

აღწერა

🪩 DISCO NIGHT 2 აგვისტოს შუაგულში!

შუაგული გიწვევთ ნოსტალგიურ მოგზაურობაში დისკოს ოქროს ხანაში

გაიხსენეთ 70-90-იანების დაუვიწყარი ჰიტები და იგრძენით იმ დროის განუმეორებელი ენერგია.

ZHAROK

პარასკევი, 02 აგვისტო 20:00

აღწერა

წარმოდგენა გაიმართება 02.08 Sine ბარში. ჟაროკი სცენას ჯგუფ Rytsar Dikih Yablok-თან ერთად გაიზიარებს. ჟაროკი ციმბირში დაბადებული იდუმალი მხატვარია. მისი bedroom-pop ჩანაწერები გამოირჩევა სიმღერის უჩვეულო სტილით და მოულოდნელი ჩანაწერებით ნიუ ეიჯ მუსიკის სტილში.

Jeronimo and The Band & Mush One at The Social Space

Friday, 02 August 21:00

აღწერა

2 აგვისტოს სოციალური სივრცე ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის პიონერს ჯერონიმოს ბენდთან ერთად და ქართველ მულტი-ინსტრუმენტალისტს Mush One-ს უმასპინძლებს.

Jeronimo ქართველი MC და პროდიუსერია, რომელიც სცენაზე 90-იან წლებში გამოჩნდა. ის ქუთაისური ჰიპ-ჰოპ კოლექტივის “ძებნილების” წევრი გახდა და ერთ-ერთ პირველ არტისტად იქცა, რომელმაც საქართველოში ჰიპ-ჰოპის წერა დაიწყო. გაერთიანების ფარგლებში არტისტმა ორი ალბომი გამოუშვა. დღეს ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის ერთ-ერთი პიონერი უკვე სამი ალბომის ავტორი, მრავალი კოლაბორაციის მონაწილე და ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული შემსრულებელია ჰიპ-ჰოპის ქართულ სცენაზე. მისი მუსიკა ხასიათდება Jazz-ის, Funk-ის და კლასიკური Hip-Hop-ისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით.

Ნუცა ბუზალაძე, ზუკა ხუციშვილის ბენდი & მეგობრები G17-ში

Friday, 02 August 21:00

აღწერა

2 აგვისტოს, G17-ში: ნუცა ბუზალაძის პირველი კონცერტი საქართველოში ევროვიზიის შემდეგ!

უნიკალური ვოკალით და ენერგიული შოუებით გამორჩეული მომღერალი და კომპოზიტორი, „ევროვიზიის“ და American Idol-ის კაშკაშა ვარსკვლავი, G17-ის სცენაზე ზუკა ხუციშვილის ბენდთან და მეგობრებთან ერთად წარდგება.

ARI Events & Red Events Georgia წარმოგიდგენთ Red Vibe Series

პარასკევი, 02 აგვისტო 21:00

აღწერა

ARI Events & Red Events Georgia წარმოგიდგენთ Red Vibe Series

Red Vibe არის წვეულებების სერია , რომელიც დაფუძნებულია თბილისში, დაბადებული ცოცხალი და ჰაუს მუსიკის მარადიული ხმების შთაგონებით.

ჩვენი პირველი მოვლენისა და მუსიკის სიყვარულის აღსანიშნავად გეპატიჟებით ლეგენდარულ სივრცეში - პომონაში.

Kass Land Diamond Resort x Legroni x Tom Zeta

შაბათი, 03 აგვისტო 17:00

აღწერა

3 აგვისტოს კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი წალკის კანიონზე კიდევ ერთ დაუვიწყარ ღონისძიებას უმასპინძლებენ.

სცენას დაიკავებენ ელექტრონული მუსიკის გამორჩეული არტისტები: LEGRONI, TOM ZETA

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები