ჩვენმა ჯადოქრებმა უკვე დამალეს საჭირო მასალები, მათ პოვნაში რუკები დაგეხმარებათ, თქვენი ხელით დამზადებული სანათები კი ორთქლის გამომშვებ გოგრასთან მიგიყვანთ, გოგრის ორთქლი ძალებს მოგაკრებინებთ, რომ ფერადი მუსიკა დაუკრათ და ტკბილეულით სავსე პინიატას თოკი გამოაძროთ
მისტერ პეჟოს მოხეტიალე თოჯინები - კარნავალის კულტურის თეატრი, ნიღბები, გროტესკები და ბუფონობა. მსახიობები შთაგონებას იღებენ ბაროკოს ოპერიდან, ისტორიული ფარიკაობით, აზიური საბრძოლო ხელოვნებით, შუა საუკუნეების მინიატურებიდან, ფელინის ცირკიდან და ფაქტიურად ყველა დანარჩენიდან.
1 ნოემბერს, კლუბის პატარა ოთახი CUBE სეზონის პირველ ივენთსა და ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი ელექტორნული მუსიკის სცენის პიონერი არტისტი, Radio City Studio-ს დამფუძნებელი Autumn Tree დაუკრავს, რომელიც ცნობილია კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი პროექტით Boyd Schidt. მასთან ერთად B2B სეტით წარდგებიან ლოკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლები: ლადუკა ნინუა progressive trance/house ჟღერადობაზე დაფუძნებული პროექტით Sevda და Mzesumzira კოლექტივის წევრი Audio Space. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებს ადგილობრივი სცენის ახალი ტალღის წარმომადგენელი, სწრაფად პროგრესირებადი დიჯეი Arya.
განიცადეთ ორგანის დიდებული ჟღერადობა კინომუსიკის დაუვიწყარ საღამოზე ორკესტრთან ერთად!
პირველად საქართველოში, მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ჰელოუინის თემატიკაზე შექმნილი ლეგენდარული კომპოზიტორების (ჰანს ზიმერი, დენი ელფმანი, ჯონ უილიამსი ენდრიუ ლოიდ ვებერი) კინომუსიკის კონცერტი. ეს არის უნიკალური შანსი, რომ მოისმინოთ საყვარელი ფილმების დაუვიწყარი მელოდიები ორგანისა და ორკესტრის ცოცხალი შესრულებით.
• Art-Therapy გიწვევთ დაუვიწყარ კოსტიუმირებულ წვეულებაზე თბილისში Halloween-ისთვის ყველაზე მორგებულ სივრცეში. ეს დღესასწაული ყველაზე მისტიური და გამორჩეულია კოსტუმებითა და განსხვავებული აღნიშვნის ფორმით. სწორედ ამ დღესასწაულის სპეციფიკაცია და ჩვენი განსაკუთრებული გარემო შექმნის თქვენთვის დაუვიწყარ მოგონებებს.
• ჩვენ გთავაზობთ: მუსიკას, ბარს, გემრიელ მენიუს, კარაოკეს, პინგ-პონგს, ბილიარდს, მაგიდის ფეხბურთს, ფილმის ჩვენებას, განუმეორებელ გარემოს, შთამბეჭდავ დეკორაციებს და სხვადასხვა სიურპრიზსს.
თეატრალური სახელოსნო 42 - ბავშვებისათვის- ტური თეატრში გრძელდება !
„თეატრის ამბავი“ - ტური ბავშვებისათვის არის 1 საათიანი მოგზაურობაა თეატრში 6 – 11 წლის ბავშვებისათვის
მოგზაურობისას ბავშვებს მოვუყვებით თეატრის შესახებ ყველაფერს - რა ხდება თეატრში , როგორ ხდება სპექტაკლისათვის მომზადება, როგორია სცენა, კულისები; როგორ მუშაობენ მსახიობები, გრიმიორები. ვინ არის სცენის მიღმა? რა ტექნიკაა თეატრში და რისთვისაა საჭირო ? როგორია თეატრის სახვითი ენა ? რატომ ეძახიან თეატრს ჯადოსნურ სამყაროს ?
სცენის მტვერსაც შეიქუნთქავენ, პარიკებსაც მოიზომავენ და ეცოდინებათ კულისები ისე, როგორც არ იციან მათ, ვინც ამ ტურზე ნამყოფი არაა !
მთავარი- რეპეტიციაც თუ დაემთხვა - ეს დამატებითი ბონუსიც გამოგვივა და ბავშვები მუშაობის საოცარ პროცესს ნახავენ !