მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 5 სექტემბერი

TKT აფიშა
05.09.24 07:45
22

Fall Film Festival by Glarros Old Town

პარასკევი, 06 სექტემბერი

აღწერა

შექმნილი Glarros OldTown და GastroMania-ს კრეატიული გუნდის მიერ –დღესასწაულების ჩემპიონები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – ეს ახალი კულინარიული წამოწყება აგრძელებს მდიდრული სტუმარ-მასპინძლობის ბრენდის გამორჩეულ სულსახალი და თანამედროვე იერსახით.

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა

პარასკევი, 06 სექტემბერი

აღწერა

12 წლამდე ბავშვები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

დაგვიანებულები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძესპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“

შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთადპრემიერა: 2002 წელი, ლოზანა, შვეიცარია

Mechanical Orange

პარასკევი, 06 სექტემბერი

აღწერა

Mechanical Orange - ის მორიგი დაუვიწყარი საღამო და La Cote-ს სეზონის დახურვა!

6 სექტემბერს “La Cote Tbilisi “-ში, თქვენ შეხვდებით არტისტებს:

“Socko” - LIVE შემსრულებელი, რომლის კარიერაც 2018 წლის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გარდატეხების შემდეგ იწყება. სწორედ ამ დროს იბადება „Socko” და გვევლინება, როგორც ძველი მელოდიების თანამედროვედ გარდამქმნელი, რაც მსმენელს მის ფანტასტიკურ სამყაროში ეპატიჟება. ფესტივალები: “The Gardens of Babylon” (2023); The Monastery (გერმანია, 2022); Kaynouna (UAE, 2019, 20223) და კიდევ ბევრი სხვა...

სიყვარული და ვნება: იტალიური ოპერა და ნეაპოლიტანური მუსიკა ფაბიო ანდრეოტისთან ერთად

პარასკევი, 06 სექტემბერი

აღწერა

განიცადეთ განსაცვიფრებელი გახსნა შემოდგომის სეზონისთვის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში - შემოდგომა, მუსიკა, ღვინო! 6 სექტემბერს 20:00 საათზე უნიკალური კონცერტი გაიმართება. გახდი შემოდგომის საკონცერტო სეზონის გრანდიოზული ნაწილი თბილისის კონსერვატორიაში, რომელშიც მონაწილეობს საერთაშორისოდ აღიარებული იტალიელი ტენორი ფაბიო ანდრეოტი.

Alexander Malofeev

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი

აღწერა

ალექსანდრე მალოფეევი - ფორტეპიანო

Monkey - Omar S

აღწერა

პარასკევი, 06 სექტემბერი 23:00

6 სექტემბერს, MONKEY დიდი მოლოდინით უმასპინძლებს უნიკალურ დეტროიტელ არტისტს - Omar S და ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ ფიგურას - Idriss D მათთან ერთად, მსმენელის წინაშე, Temuriko Diasamidze წარდგება, რომელიც თავისი გამორჩეული სეტებით და საოცარი ატმოსფეროს შექმნის უნარით, მუდამ თავს ამახსოვრებს აუდიტორიას. Omar S - ჰაუს მუსიკის ციტადელში, დეტროიტში ჩამოყალიბებული არტისტი, მონუმენტური ფიგურაა ანდერგრაუნდ ტექნო და ჰაუს სცენებში. ცნობილი ლეიბლის, FHXE-ის დამაარსებელის, ალექსანდრ ომარ სმიტის სახელზეა ისეთი კლასიკად ქცეული ნამუშევრები, როგორებიცაა: "The Sh*t Baby," "Day," და "Psychotic Photosynthesis"😎 Idriss D - იტალიაში დაფუძნებული ალჟირელი DJ, გამოირჩევა ელექტრონული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილით, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. მისი უნიკალური დაკვრის სტილი ხასიათდება ატმოსფერული და ჰიპნოტური ჟღერადობით, რის გამოც იგი მრავალჯერ მოხვედრილა მსოფლიოს წამყვან სცენებზე. მუსიკალური შესაძლებლობების გარდა, ის არტისტ მენეჯერიცაა. მის სახელს უკავშირდება ისეთი შემსრულებლების კარიერული წარმატების დაჩქარება, როგორებიც არიან Carl Craig და Luciano.

Mushroomsfest Mushroom

აღწერა

06-07 სექტემბერი 23:00

Mushroomfest , 6 სექტემბერს, 23:00 საათიდან!

ამ დროის განმავლობაში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ ელექტრონული მუსიკის უსაზღვრო სამყარო და შეიგრძნოთ ის ენერგია, რომელიც მხოლოდ Mushroomfest-ის მსგავს ფესტივალებზეა შესაძლებელი.

🤩 ელექტრონული მუსიკის მოყვარულებო, ისტორიული მოვლენა გველის! 🎉

ფსიქოდელიური ტრანსის სამყაროს ყველაზე ცნობილი ფესტივალების - O.Z.O.R.A.-ს, Indian Spirit Festival-ის, Boom Festival-ისა და Universo Paralello Festival-ის წამყვანი არტისტები პირველად გაერთიანდებიან საქართველოში, Mushroomfest-ზე!

რამონა

აღწერა

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი

12 წლამდე ბავშვები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

დაგვიანებულები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.

„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.

თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი - „მელოტი მომღერალი ქალი“

აღწერა

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი

თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი - „მელოტი მომღერალი ქალი“

ეჟენ იონესკო

Sir András Schiff

აღწერა

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი

სერ ანდრაშ შიფი - ფორტეპიანო

იოჰან სებასტიან ბახის, იოზეფ ჰაიდნის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები