გაბრიაძის თეატრი
„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.
ორშაბათი, 05 თებერვალი 21:00
არტერია
📣ორშაბათს არტერიაში ყველაზე ენერგიულ ჯემ სესიაზე გელოდებით🙌🏽❤️
ვინ თქვა, რომ ორშაბათი მძიმე დღეა ?! 🧐
🖇მობრძანდით , რათა ერთად დავიწყოთ ყოველი ახალი კვირა ყველაზე გემრიელი და ტკბილი მუსიკით🎶🥰
გიორგი კახიანი 🎹
ნიკუშა სირბილაძე 🎸
დაჩი ცერცვაძე 🥁
და მეგობრები…❤️
ხუთშაბათი, 07 მარტი 19:00
აჭარაბეთ არენა
Legend Series-ის ფარგლებში, 2024 წლის 7 მარტს, საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. ქალაქ ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე გასამართი მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ინტერის შემადგენლობაში ითამაშებენ ოქროს ბურთის მფლობელი ლუიშ ფიგუ, გუნდის კაპიტანი ხავიერ ძანეტი და მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი. GEO 11-ის შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი შოთა არველაძე, მისი ყოფილი კაპიტანი და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე, ასევე რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ნაკრების გამორჩეული წევრები - გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია ითამაშებენ.
Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში, მომავალი სამი წლის განმავლობაში, ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს. Legend Series-ის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.
რაგბი | ევროპის ჩემპიონატი 2024
ავჭალის სტადიონი, თბილისი
რაგბი | საქართველო x ნიდერლანდები
10 თებერვალს, 14 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს ავჭალის სტადიონზე ეთამაშებიან.
რაგბი | საქართველო x ესპანეთი
17 თებერვალს, 16 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნები ესპანეთს ავჭალის სტადიონზე ეთამაშებიან.
ბილეთის ფასი: 15, 25 ლარი
6 წლამდე ასაკის ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ
კალათბურთი | საქართველო - სერბეთი
ორშაბათი, 26 თებერვალი 21:00
თბილისი არენა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ 26 თებერვალს, 21:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.
სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია!
სერბეთთან მატჩზე დასწრებით გულშემტკივარს შანსი ეძლევა თვალი ადევნოს გიორგი ცინცაძის 217-ე სანაკრებო მატჩს და რეკორდსმენი კალათბურთელი ნაკრებიდან გააცილოს!
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე საათნახევრით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 20:00 საათიდან გაიხსნება.