მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 7 თებერვალი

TKT აფიშა
07.02.24 11:20
446

SAFAR At Golden Tulip Design Tbilisi

შაბათი, 10 თებერვალი 22:00

აღწერა

SAFAR at Golden Tulip Design Tbilisi Celebrate Chinese New Year with us! 10 თებერვალს Golden Tulip Design Tbilisi-ში ქართველი მსმენელის წინაშე პირველად, პოპულარული არტისტი SAFAR წარდგება. SAFAR მოღვაწეობს როგორც პროდიუსერი და დიჯეი, მისი მიმართულება Afro Hause და Organic Hause ჟანრის მუსიკაა. SAFAR-ის ხელოვნების სტილზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ აფრიკული მოტივები, რაც მის მუსიკას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

Georgian Sailing Club-ის იახტინგ ტური კვიპროსზე

11-18 მარტი

აღწერა

Georgian Sailing Club-ის ორგანიზებით თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ იახტის მართვის კურსი კვიპროსში. ამ კურსის გავლის შემდგომ თავისუფლად შეძლებთ სპორტული იახტის მართვასა და ჩვენს კლუბთან ერთად რეგატებში მონაწილეობას (თბილისსა და საზღვარგარეთ). ასევე წასვლამდე ჩატარდება ორი მოსამზადებელი გაკვეთილი თბილისის ზღვაზე.

ALEKSANDRE KHARANAULI @ DEDAENA

შაბათი, 10 თებერვალი 21:00

აღწერა

ალექსანდრე ხარანაული ისეთ კონცერტს დაუკრავს, დედაენის სცენიდან სიყვარული და ერთობა ცას რომ მისწვდება. დრო იყო და პირველი წარმოდგენით გაგვახარა ალექსანდრემ დედაენის ბარის გუნდი და სტუმრები, ახლა კი ბენდთან ერთად სულ სხვა ოსტატურ სიმაღლეს მისწვდა და შემოქმედების გასაზიარებლად ამჟამად მათთან ერთად მოემართება. გიგი ცინცაძე, ნოდარ ნოზაძე, ირაკლი ჭოლაძე - ეს სულ სხვადასხვანაირად გადასარევი ხალხი შეიკრა და სულ ახალი რამე შეიქმნა.

Society Tbilisi - DJ LUKACHO AT WEATHER REPORT SKY BAR

ოთხშაბათი, 14 თებერვალი 20:00

აღწერა

Society Tbilisi წარმოგიდგენთ 10 თებერვალს

Weather report sky bar-ში DJ LUKACHO

დასაწყისი 21:30

დასასრული 03:30

ასაკობრივი ზღვარი 21+

DRESS CODE - SMART ELEGANT

სიყვარულის დღესასწაული შუგუალში - ლაშა ღლონტის საღამო

ოთხშაბათი, 14 თებერვალი 20:00

აღწერა

ვალენტინობის დღე წყვილებისთვის სიტყვებისა თუ ჟესტების მოსაფიქრებლად და გულწრფელი გრძნობების საზეიმოდ გამოსახატავად ყველაზე ამაღელვებელი მოლოდინია. შემოგვიერთდით წლის ყველაზე რომანტიკულ საღამოზე, სადაც ყველასთვის საყვარელი, ტკბილხმოვანი ლაშა ღლონტი მუსიკას თქვენი სიყვარულის ენად გარდაქმნის და იმ მაგიური ატმოსფეროს შექმნაზე იზრუნებს, რომელიც თქვენი სიყვარულის დღესასწაულს სითბოთი გაჟღენთილ მელოდიად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები