მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 8 თებერვალი

TKT აფიშა
08.02.24 08:32
380

ჩემი გაზაფხულის შემოდგომა
გაბრიაძის თეატრი

აღწერა
ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძესპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“

ბერნარდა ალბას სახლი (პრემიერა) (14+)
ხუთშაბათი, 08 თებერვალი 19:00
თავისუფალი თეატრი

აღწერა
ფედერიკო გარსია ლორკა
,,ბერნარდა ალბას სახლი”
დრამა 1 მოქმედებად
(პრემიერა)

გაყრა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი (დ.აღმაშენებლის გამზ. 127)

აღწერა
გიორგი ერისთავის პიესა ,,გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 14 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში. სწორედ ეს დღე მიიჩნევა ქართული პროფესიული თეატრის დაარსების თარიღად.
,,გაყრის“ თანამედროვე ვერსიის რეჟისურა დავით დოიაშვილს ეკუთვნის. სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული ქართული სიმღერა და ცეკვა.

არ დამივიწყო

ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა თეატრი

აღწერა
,,არ დამივიწყო" რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით აგებული ერთ მოქმედებიანი დრამაა. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი -ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“ . სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი... მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე ცრემლიან, სულშიჩამწვდომ წარმოდგენას იხილავს.

THURSDAY JAZZ JAM SESSION

აღწერა
✨ხუთშაბათს, არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას კახა ჯაგაშვილის კვარტეტთან ერთად✨
• კახა ჯაგაშვილი 🎷
• კახა ჩიქვინიძე 🎸
• ირაკლი დოლიძე 🎸
• ამიკო ჩუბინიძე 🥁