მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 9 აპრილი

TKT აფიშა
09.04.24 08:02
38

თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა -TAF

11-14 აპრილი 12:00

აღწერა

ევროპისა და აზიის სახელოვნებო სცენებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში, 11-14 აპრილს გაიმართება.

TAF 2024-ზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ისე დამოუკიდებელი ხელოვანები, რომლებსაც სახელოსნოს სექცია საშუალებას მისცემს, გააცნონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას.

Marco Generani

პარასკევი, 12 აპრილი 22:00

აღწერა

Queens წარმოგიდგენთ : იტალიელი არტისტი Marco Generani , პირველად ქართველი მსმენელის წინაშე 12 აპრილს Queens ში წარსდგება და გაგვიზიარევს მის უახლეს რემიქსს "Spectrum (Say my name)" - Florence and The Machine, რომელსაც ახლა 200 მილიონზე მეტი ნახვა აქვს !

Twenty Five Events

პარასკევი, 12 აპრილი 22:00

აღწერა12 აპრილს - Tsametirestaurant-ში Twenty five events-ის ორგანიზებით ერთ-ერთყველაზე წარმატებულ და პოპულარულ დუო Frankey and Sandrin დაუკრავენ.
Frankey and Sandrino-გერმანელი არტისტები არიან,ისინი ათ წელზე მეტია რაც ერთად ქმნიან მუსიკას. მათმა მდიდარმა და დეტალურმა სტილმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ტექნო ჰაუს მუსიკის ყველაზე ღირსეულ წევრთა შორის,აღსანიშნავია ისიც,რომ მათი ტრეკების გავლენამ როგორებიცაა ’’ "Acamar’’, "Wega"და "Ways of Sun" გზა გაუხსნა ფრენკისა და სანდრინოს შეუჩერებელ აღმავლობას მუსიკის გლობალური სცენისაკენ

ინტერსტელარი Mystery Ensemble

პარასკევი, 12 აპრილი 20:00

აღწერა

✨ 12 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური კონცერტი გაიმართება. სრულად ჩაეფლობით საკულტო კოსმოსური ფილმის "ინტერსტელარი" დრამატულ სამყაროში პოპულარულ საიდუმლო ანსამბლთან ერთად!

TONY O'MALLEY

აღწერა

ყურადღება, ყურადღება 📢

სასიხარულო ამბავი გვაქვს თქვენთვის 🎁

11 და 12 აპრილს არტერიას სცენაზე ტონი ომეილი და ბენდი დაანთებს ცეცხლს

MILES DAVIS STILL ALIVE

ოთხშაბათი, 10 აპრილი 21:00

აღწერა

✨ოთხშაბათს, 10 აპრილს, არტერია წარმოგიდგენთ უკვდავი მაილს დევისის კონცერტს, ხატია ქორიძის გამორჩეული კვარტეტის შესრულებით.

სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი

სამშაბათი, 09 აპრილი 15:00

აღწერა

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის მცირე დარბაზი

ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი

Hard Stand Up

კვირა, 14 აპრილი 19:30

აღწერა

მძიმე სტენდი არის შოუ, სადაც კომიკოსებს შეუძლიათ იხუმრონ შიშის გარეშე ნებისმიერ თემაზე. ხოლო მაყურებელს შეუძლია გაიცინოს რაც უნდა, იმაზე შიშის გარეშე.

პანჩლაინ თერაპია

შაბათი, 13 აპრილი 21:30

აღწერა

თერაპიული სესიების დრო მოვიდა

13 აპრილს, ფანჩლაინ თერაპიის ახალ ეპიზოდს ‘ამირანის’ უზარმაზარ დარბაზში გადავიღებთ.

ჩვენი ეს შეხვედრა გადავწყვიტეთ ცოცხალი სთენდაფ კომედიით დავიწყოთ: თერაპიულ საღამოს თავიანთი ფანჩლაინებით ✨Standup Tbilisi-ს კომიკოსები ✨ ააგიზგიზებენ.

Tbilisi Spring Set

პარასკევი, 12 აპრილი 23:00

აღწერა

12 აპრილს Spring Set ფარგლებში, ფრანგი არტისტიNTO სპეციალური ლაივით თბილისს ეწვევა - მასთან ერთად საღამოს დაუკრავენ Tomma და JinoDollini.

NTO ფრანგი მუსიკოსი და ლაივ შემსრულებელია, რომელმაც 2013 წელს Worakls-თან ერთად ლეიბლი Hungry Music დააფუძნა. წლების მანძილზე ის სწორედ ამ ლეიბლის შოუქეისების ფარგლებში სტუმრობდა როგორც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებს და ვენიუებს, ასევე Summer Set-ისღონისძიებებს. ამჯერად NTO თბილისში უნიკალური სოლო პროექტით ბრუნდება, რომელიც ქართველმა მსმენელმა 1 წლის წინ შეიყვარა.