მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 9 თებერვალი

TKT აფიშა
09.02.24 08:06
1113

.Gwatta. - Out Of Body

შაბათი, 10 თებერვალი 21:00

აღწერა
10 თებერვალს თეატრ ჰარაკში გაიმართება გვანცა ჯაფარიძის, იგივე .Gwatta. - ს მუსიკალური ალბომის ‘Out Of Body ’ საპრეზენტაციო პერფორმანსი, რომელიც ჟანრობრივი თავისებურებებითა და დრამატურგიული ხაზის განვითარებით, მუსიკალური სპექტაკლის ფორმას იძენს.
პროექტის მუსიკალურ ნაწილს, წარმოადგენს 5 ადამიანისგან შემდგარი სინთესტრა - სინთეზატორებით დაკომპლექტებული ორკესტრი. მუსიკალური წარმოდგენა შედგება ალბომში შემავალი სიმღერებისგან და სხვა ორიგინალური ნაწარმოებებისგან.
Out Of Body მუსიკალური სპექტაკლია, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას ეხება, გვიყვება, თუ რას გრძნობს ადამიანი მენტალური კრიზისის დროს. აღწერს მარტოობის, შფოთვის მდგომარეობასა და ტრავმასთან გამკლავების რთულ პროცესს.

დირიჟორი
კვირა, 11 თებერვალი 20:00

თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

რაგბი | საქართველო - ნიდერლანდები
შაბათი, 10 თებერვალი 14:00

აღწერა
10 თებერვალს, 14 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს ავჭალის სტადიონზე ეთამაშებიან.

SUNDAYS - KAHABERI
კვირა, 11 თებერვალი 20:00

აღწერა
აიყვანეთ თქვენი კვირა საღამო ახალ სიმაღლეებზე!
11 თებერვლის კვირა საღამოს თქვენს წინაშე წარმოდგენილი იქნება ყველაზე ექსტრავაგანტული, ყველაზე რიტმული და გნებავთ ყველაზე თანამედროვე KAHABERI-ის მუსიკა და დასარტყამი ინსტრუმენტები, Sundays ვარსკვლავების, GiiO SOUNDS-ისა და ადგილობრივი მაესტროს ნიკა ჩიქოვანის კოსმიურ ჟღერადობასთან ერთად! 🥁🌇✨

SAFAR At Golden Tulip Design Tbilisi
შაბათი, 10 თებერვალი 22:00

აღწერა
SAFAR at Golden Tulip Design Tbilisi Celebrate Chinese New Year with us! 10 თებერვალს Golden Tulip Design Tbilisi-ში ქართველი მსმენელის წინაშე პირველად, პოპულარული არტისტი SAFAR წარდგება. SAFAR მოღვაწეობს როგორც პროდუსერი და დიჯეი, მისი მიმართულება Afro Hause და Organic Hause ჟანრის მუსიკაა. SAFAR-ის ხელოვნების სტილზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ-აფრიკული მოტივები, რაც მის მუსიკას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები