მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ - Black Sea Arena

ბლექ სი არენა

Starring Georgia-ს დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა ხვალიდან, 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. პირველი ღონისძიება, რომლის ბილეთების შეძენასაც მსურველი 29 მარტის დილის 10 საათიდან ვებგვერდებზე - BSA.ge და TKT.ge შეძლებს, OneRepublic-ია.

BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენას შეძლებთ.

ცნობისთვის, წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქვეყანას OneRepublic-ი, Jungle და Scorpions-ი ეწვევიან.

კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე შემდეგ თარიღებში გაიმართება:

10 მაისი - OneRepublic, Black Sea Arena

31 მაისი - Scorpions, Black Sea Arena

18 აგვისტო - Jungle, BSA Front Stage

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს მეორე წელია აგრძელებს. 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მეგავარსკვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.