მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TNET CONNECT-ი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან SMS-ითა და WhatsApp-ით საქართველოსა და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს - გიორგი ჩუმაშვილი

TNET CONNECT-ი ახალი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს მომხმარებლებთან SMS-ითა და WhatsApp-ით საქართველოსა და მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს - გიორგი ჩუმაშვილი
29.10.26 16:52
• 166

კომპანია TNET-მა ბიზნესსა და მომხმარებელს შორის უკეთესი კავშირის დასამყარებლად ახალი პლატფორმა შექმნა. პლატფორმის მიზანსა და შესაძლებლობებზე TNET-ის გენერალური დირექტორი გიორგი ჩუმაშვილი საუბრობს:

„ბიზნესისთვის მომხმარებელთან დროული და საიმედო კომუნიკაცია ყოველდღიური საჭიროებაა - იქნება ეს სპეციალური შეთავაზების გაზიარება, შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუ ავტორიზაციის კოდის გაგზავნა. TNET CONNECT-ი სწორედ ამ საჭიროებების ერთ სივრცეში სამართავად შევქმენით.

პლატფორმით კომპანიებს შეუძლიათ გააგზავნონ მარკეტინგული და ტრანზაქციული შეტყობინებები - SMS-ისა და WhatsApp-ის საშუალებით კი საკუთარ მომხმარებლებს დაუკავშირდნენ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ამ მიმართულების განვითარებას TNET-ის ციფრული პროდუქტების შექმნისა და მართვის გამოცდილება უდევს საფუძვლად. ჩვენი ეკოსისტემა ციფრულ პლატფორმებს და მობილურ აპლიკაციებს აერთიანებს და ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. გვინდა, ეს ახალი შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც შევთავაზოთ და მათი კავშირი მომხმარებელთან უფრო კომფორტული გავხადოთ.“

ახალი მიმართულებისთვის კომპანია TNET-მა საქართველოს კომუნიკაციების კომისიისგან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები