მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TNS სახელს და პატრონს იცვლის

580080a161c2a
BM.GE
14.10.16 10:49
1643
მარკეტინგული კვლევების წამყვანი საერთაშორისო კომპანია TNS Russia სახელს იცვლის და Mediascope გააგრძელებს საქმიანობას, - განაცხადა "ვედომოსტისთან“ TNS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსლან ტაგიევმა.

ივლისში ბრიტანულმა WPP-მ რუსული TNS კომპანიის "ВЦИОМ-медиа" 80%, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სახელმწიფო ცენტრის შვილობილ სტრუქტურას მიყიდა. გარიგების დეტალები არ გახმაურებულა. ცენტრის შესაძენად VTB ბანკიდან მყიდველმა სახელმწიფო ცენტრმა 1.4 მილიარდი რუბლის სესხი აიღეს. როგორც ’’ვედომოსტისთან“ გარიგებაში ჩახედულმა წყარომ განმარტა, გაყიდულ კომპანიას TNS ბრენდის სახელის გამოყენების უფლება აღარ აქვს. ეს ბრენდი მხოლოდ ბრიტანულ WPP ეკუთვნის.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, TNS გაყიდვა იძულებითი ხასიათის იყო. კომპანია ტელემაყურებელს და მათ განწყობებს რუსეთში დაახლოებით 20 წელია ზომავს. მისი მომზადებული რეიტინგები სარეკლამო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული “ვალუტაა”. ამასთან, არხები, რეკლამის დამამზადებლები და სააგენტოები თავადვე წყვეტენ იმუშავებენ თუ არა ამა თუ იმ კომპანიასთან. მაგალითად, რუსეთის პირველი არხი TNS-ის მეთოდს მოძველებულად მიიჩნევს და უკვე დიდი ხანია მისი მომსახურებით აღარ სარგებლობს.

2017 წლის სექტემბრიდან, როდესაც მათი შუამავლები რეკლამას ტელევიზიაში განათავსებენ, ვალდებულები იქნებიან სახელმწიფოს მიერ შერჩეულ მთვლელ კომპანიასთან ითანამშრომლონ, კონკრეტულად კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურთან (Роскомнадзор), რაც რეკლამისა და მედიის შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებიდან გამომდინარეობს. თავისი არჩევანი სამსახურმა 2017 წლის იანვრისთვის უნდა განსაზღვროს.

ამით სრულად დასტურდება მოარული ხმები, რომ წლის ბოლოდან რუსეთში მაყურებელთა განწყობების და სატელევიზიო რეიტინგების მზომველი მხოლოდ ერთი კომპანია იქნება და ცხადია, ისიც სრულად მოექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. ინფორმაციის თანახმად, TNS სახელმწიფო კონტროლის ქვეშ უახლოეს დღეებში გადავა. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი თავს რუსეთში უძველეს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციად მიიჩნევს სოციოლოგიის დარგში. ცენტრი 1987 წელს დაარსდა და უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზეა ორიენტირებული. ის მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაშია. მისი შვილობილი კომპანია "ВЦИОМ-медиа" მიმდინარე წლის დასაწყისში დაარსდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები