მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TNT კვლავ სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია

5accc68298ccc
მეგი კავთუაშვილი
10.04.18 18:30
731
საკურიერო მომსახურების ოპერატორი კომპანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. TNT-მ საქართველოს პარლამენტს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც 2010 წელს სახელმწიფო შესყიდვების კანონში შეიტანეს ნორმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებებს საშუალება აქვთ "საქართველოს ფოსტასთან" ტენდერის გარეშე ითანამშრომლონ. TNT-ს დირექტორი აცხადებს, რომ მას შემდეგ სახელმწიფო ორგანიზაციებმა ნელ-ნელა აარიდეს თავი ტენდერის გამოცხადებას და შედეგად სხვა საკურიერო კომპანიებმა ადგილობრივი ბაზრის 98% დაკარგეს. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 2017 წლის თებერვალში დასრულდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ გამოუცხდებია.

"დაირღვა მეწარმის უფლება. თავისუფალი კონკურენციის კანონი, დაწესდა ლეგალური ბარიერები და არათანაბარ პირობებში აღმოვჩნდით ერთნაირი სტატუსის მქონე კომპანიები. "საქართველოს ფოსტა" არის შპს, მართალია 100 %-ით სახელწიფოს მფლობელობაში, მაგრამ ჩვეულებრივ უნდა იყოს ჩართული ბაზარზე კონკურენციაში პრივილეგიების გარეშე. ეს კანონი კი პრივილეგიებს უწესებს სახელმწიფო შპს-ს", - განაცხადა TNT-ს დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა "საქმის კურსის" ეთერში.

კომპანიამ დახმარებისთვის ბიზნესომბუდსმენსაც მიმართა, თუმცა დღეს უკვე ნინო მენთეშაშვილი აცხადებს, რომ ამ საქმეში ბიზნესომბუდსმენმა თავისი თავი ამოწურა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ ისიც მოატყუა.

"ბიზნესომბუდსმენმა თავისი თავი ალბათ ამოწურა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იცრუა და უთხრა რომ ვადებში ჩაეტეოდა. ვადები ძალიან დიდი ხანია დარღვეულია. არსებობს ჩანაწერი კანონში სადაც მითითებულია რომ განხილვის ვადა არის 9 თვე. საკონსტიტუციო სასამართლო კი განმარტავს რომ 9 თვეში არსებითი განხილვა უნდა ჩაეტიოს, გადაწყვეტილების მიღებისთვის კი ვადა განუსაღვრელი აქვთ. გამოდის რომ სასამართლო არ გვაქვს. ეს გვართევს ჩვენ სასამართლოს უფლებას. სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ფუნქციას კარგავს", - აცხადებს ნინო მენთეშაშვილი.

TNT მოპალარაკებებს ევროკომისიასთანაც აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელობას ევროკომისიის მითითებების იმედია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები