მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TNT-მ საკონსტიტუციო დავა მოიგო - "საქართველოს ფოსტა" პრივილეგიით ვეღარ ისარგებლებს

5cb9ef5485b77
ლიკა გურაბანიძე
20.04.19 00:30
1279
გადამზიდავმა კომპანია TNT-მ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოუგო. როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, საქმე 2012 წელს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილ ცვლილებას ეხება.
„ის პრივილეგია, რაც საქართველოს ფოსტას კანონით მინიჭებული ჰქონდა, სხვა დანარჩენი კომპანიებისთვის დისკრიმინაციული იყო.
პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი პრივილეგიას საქართველოს ფოსტას ანიჭებდა და საბიუჯეტო კომპანიების ბაზარზე მონოპოლისტად აქცია, რადგან პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულებები მხოლოდ მასთან ფორმდებოდა.

ეს საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებულ უფლებას, არადისკრიმინირებული ბიზნესსაქმიანობის შესახებ ეწინააღმდეგებოდა.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ვიჩივლეთ და პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ახლახანს გამოაცხადეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩვენი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საქართველოს ფოსტას შესყიდვების კანონში შეღავათი აღარ აქვს და მასთან საბიუჯეტო კომპანიები პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულებებს ვერ დადებენ,“ - განაცხადა მენთეშაშვილმა.

შეგახსენებთ, 2012 წლის დასაწყისში შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, სადაც ეწერა, რომ თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებს საფოსტო მომსახურება დასჭირდებოდათ, მათ შეეძლოთ ხელშეკრულება პირდაპირ საქართველოს ფოსტასთან გაეფორმებინათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები