კომპანია „ყაზბეგის“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია თემაზე განცხადებას 10 დღეში გააკეთებს.
“ახლა მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ, შეიძლება ლიმონათი დავიტოვოთ და ლუდი გავყიდოთ, თუმცა ჯერ არ ვიცი, გადაწყვეტილი არაფერია”, - აცხადებს თოფაძე.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები „აისის“ მწარმოებელ "გლობალ ბიერ ჯორჯიასთან " მიმდინარეობს.