მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თოიძის სამხატვრო სასწავლებელში სასტუმროს აშენება იგეგმება

5a17fe5237b0f
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.17 15:43
1121
თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროს" ფარგლებში იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონი 22 ნოემბერს დაიწყო და 21 დეკემბერს დაასრულებს. ობიექტის საწყისი ღირებულება 8 მილიონ 200 ათასი ლარია.

მყიდველი ვალდებულია ადგილზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს და არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

პროექტ "50 ქონება შენი სასტუმროს" ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები