მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ახალი Corolla Cross და MC Corolla წარადგინა

BM.GE
25.04.23 09:23
158
ტოიოტა კოროლას SUV ვერსია - Corolla Cross და განახლებული Corolla იაპონური ბრენდის მოყვარულებისთვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტას’’ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. საქართველოში ტოიოტას ოფიციალურმა დილერმა კომპანიამ, ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ახალი მოდელები მომხმარებლებს ოფიციალურად წარუდგინა. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, ახალი მოდელები დეტალურად დაეთვალიერებინა და ტოიოტას განახლებული ავტომობილების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. რაც შეეხება თავად მოდელებს - MC Corolla - ავტომობილის ექსტერიერში სიახლე, რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერებია, რომელთა შორის განსაკუთრებულია ლურჯში გარდამავალი ახალი, მწვანე შეფერილობა. რაც შეეხება ინტერიერს, MC Corolla-სა და Corolla Cross-ში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერი იდენტურია. ავტომობილებში განახლებული 10.5-დიუმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული ეკრანია დამონტაჟებული, რომელიც მომხმარებლებს ხმოვანი ბრძანებების გაცემისა და სმარტ მოწყობილობებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უსაფრთხოება იაპონური ბრენდის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ამიტომ ორივე მოდელში Toyota Safety Sense სისტემაა ინტეგრირებული, რაც მძღოლს მართვისა და პარკირებისას ეხმარება. ტოიტოა ცენტრი თეგეტა კოროლას განახლებული მოდელების ტესტდრაივს ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.

სტუმარი: მარიამ მელიაშვილი - "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები