მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თოლიას” ნაყინზე ფასი 12-15%-ით გაიზარდა

60a9fafd94d1c
ლიკა გურაბანიძე
23.05.21 14:30
2194

"თოლიაში" გასულ წელთან შედარებით ფასები 12-15%-ით გაიზარდა. კერძოდ, როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი სანდრო ლომთაძე აღნიშნავს, გასულ წელთან შედარებით ნაყინის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა, ხოლო სანაყინეების ქსელში შეზღუდვებიდან გამომდინარე დაახლოებით 7%-იანი კლება ფიქსირდება. ლომთაძე ფასის ზრდის მიზეზსაც ხსნის.

“მომხმარებლები ნაყინის სახლში მოხმარებაზე გადავიდნენ და გაყიდვების ზრდის მიზეზი სწორედ ეს არის. რაც შეეხება ნაყინზე ფასის ზრდას, აქ პრობლემა ჩვენს პროდუქციაზე თვითღირებულების ზრდაა. რაც ლარის გაუფასურებამ გამოიწვია და ასევე იმ ნედლეულზე ფასის ზრდამ, რომლის იმპორტზეც ჩვენ დამოკიდებულები ვართ", - განაცხადა ლომთაძემ.

ცნობისთვის: კომპანია “თოლია” 1995 წლიდან ნაყინის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და გათვლილია, როგორც საშუალო, ასევე დაბალშემოსავლიან მომხმარებელზე, მისი ასორტიმენტი ფართოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები