მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თომას დე ვაალი: ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა

588308c14d4c8
BM.GE
21.01.17 11:04
1243
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას თომას დე ვაალმა „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, არ ჰგონია, რომ საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის პოლიტიკური შეთქმულება მომხდარიყო.

"ტექნიკურ დეტალებში გარკვეული არ ვარ. ზოგადად, გაზის კონტრაქტები კომპლექსური საკითხია. ხალხს, რა თქმა უნდა, გარიგების პოლიტიკური კონტექსტი აინტერესებს. თავს შევიკავებდი იმის თქმისგან, რომ ამ შეთანხმებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. “გაზპრომი” სომხეთს გაზს ყოველთვის საქართველოს გავლით აწვდიდა. სანაცვლოდ კი საქართველოს გატარებული გაზის მცირე ნაწილს აძლევდა. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანში გაზის წარმოება არ იზრდება. აზერბაიჯანი უფრო მეტ გაზს შიდა ბაზრისკენ მიმართავს. ამიტომ, განსაკუთრებით ზამთარში, საქართველოსთვის ბევრი გაზის მიწოდება არ შეუძლია. ესაა მიზეზი, თუ რატომ უნდა დაელაპარაკოს საქართველო “გაზპრომს”. არ ვფიქრობ, რომ საუბარი ცუდია, მაგრამ საქართველოს მთავრობა კრიტიკას სხვა მიზეზით იმსახურებს: ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა. საზოგადოება თავს დაცულად ვერ გრძნობს, რადგან პროცესს გამჭვირვალობა აკლდა. საზოგადოების ნერვიულობა გასაგებია რუსეთისა და ამერიკის შესაძლო ახალი ურთიერთობების კონტექსტში. მაგრამ არ მგონია, საქართველოს მთავრობასა და “გაზპრომს” შორის პოლიტიკური შეთქმულება მომხდარიყო“, - განაცხადა დე ვაალმა.


ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები