მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრის’’ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

თბილისში ,,თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრის’’ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ექსპოჯორჯიაში შედგა. ენერგეტიკის სექტორში ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორად კერძო ბიზნესი გვევლინება. ,,თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივმა ცენტრმა’’ ოპერირების შესახებ განაცხადი ორი თვის წინ გააკეთა და უკვე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორობა ითავა. კონფერენციას ლატვიიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც აუდიტორიას ის მნიშვნელოვანი გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს, რითაც ლატვია ელექტროენერგეტიკის სექტორში ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია 4 ოქტომბერს უკვე ბათუმში ჩატარდება. ბათუმის სწრაფი განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმაზე თუ რამდენად მაღალი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს ელექტრო ქსელის მოწყობა. სწორედ ამ თემაზე გაამახვილებს ,,თომას ედისონის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი“ კონფერენციაზე ყურადღებას.

4 ოქტომბრის ღონისძიებაზე დასასწრებად, მსურველებმა თომას ედისონის სოციალურ ქსელებში არსებულ ბმულზე - უნდა გაიარონ, ელექტრონულად რეგისტრაცია - https://shorturl.at/bKEBM; ღონისძიება ბათუმში, სასტუმრო რუმსში ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები