მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP -10 ქვეყანა, რომლებმაც ყველაზე მეტი COVID-ვაქცინა აწარმოეს

605b5fb15653f
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.21 00:30
986
ანალიტიკური პლატფორმა Statista კომპანია Airfinity-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე მეტი ვაქცინა ჩინეთმა  აწარმოა. ამ ქვეყნის მიერ ნაწარმოებმა ვაქცინის რაოდენობამ 141.6 მილიონი დოზა შეადგინა. ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილს კოვიდ-ვაქცინის წარმოების მიხედვით, აშშ-ი იკავებს. ამერიკამ 103 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოება მოახერხა, ხოლო გერმანიამ და ბელგიამ ერთად - 70.5 მილიონი დოზა ვაქცინა აწარმოეს.

ანალიტიკური პლატფორმა Statista ასევე აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიხედვით ყველაზე მეტი ვაქცინა Pfizer-მა აწარმოა და ჯამში ვაქცინების რაოდენობამ 119 მილიონი შეადგინა, Pfizer-ის შემდეგ მოდის Sinovac-ი 91 მილიონი დოზა ვაქცინით, ხოლო მესამე ადგილზეა AstraZeneca-ა – 83 მილიონი დოზა ვაქცინით.

TOP -10 ქვეყანა, რომლებმაც ყველაზე მეტი COVID-ვაქცინა აწარმოეს:

1. ჩინეთი - 141,624,000 დოზა COVID-ვაქცინა
2. აშშ - 103,000,000 დოზა COVID-ვაქცინა
3. გერმანია/ბელგია - 70,534,055 დოზა COVID-ვაქცინა
4. ინდოეთი - 42,390,000 დოზა COVID-ვაქცინა
5. დიდი ბრიტანეთი - 12,200,00 დოზა COVID-ვაქცინა
6. ნიდერლანდები/ბელგია - 10,496,982 დოზა COVID-ვაქცინა
7. რუსეთი - 10,492,500 დოზა COVID-ვაქცინა
8. შვეიცარია - 5,462,338 დოზა COVID-ვაქცინა
9. სამხრეთ კორეა - 1,617,000 დოზა COVID-ვაქცინა
10. ბრაზილია - 200,000 დოზა COVID-ვაქცინა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები