მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ავია მიმართულება საქართველოდან

5bc5ab16d91f5
ანუკა ჯოხაძე
16.10.18 13:09
823
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო 9 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი მგზავრი პირდაპირი რეისით საქართველოს აეროპორტებიდან სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა და მათი რაოდენობა 455 917-ია. სტამბოლს მოსკოვი მოსდევს, რომლის შემთხვევაში მგზავრების რაოდენობა 430 480-ია. ხუთეულში ასევე მოხვდა თეირანი, კიევი და თელ-ავივი.

პირდაპირი რეისით გადაყვანილი მგზავრების ტოპ ათი მიმართულება კი ასეთია:

სტამბოლი - 455 917
მოსკოვი - 430 480
თეირანი - 280 585
კიევი - 243 675
თელ-ავივი - 237 368
დუბაი - 186 127
ვარშავა - 85 413
პეტერბურგი -85 329
შარჟა - 83 381
როსტოვი - 75 680

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსფერო აეროპორტია, რომლებსაც მგზავრები და ასევე ავიაკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასაფრენად იყენებენ. ასევეა, ზევით მოყვანილ რამდენიმე ქალაქზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები