მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ევროპული ქალაქი, სადაც ყველაზე სუფთა და მწვანე ტრანსპორტი ჰყავთ

64a8fb9dce075
სალომე ხიდურელი
09.07.23 00:01
6381
ახალმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის I კვარტალში წინასწარ შერჩეული 42 ევროპული ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეისწავლეს, გამოავლინა, თუ რომელ ქალაქებშია ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებები.

TOP-10 ქალაქი, სადაც ყველაზე სუფთა და მწვანე ტრანსპორტი ჰყავთ:

1. კოპენჰაგენი
2. ოსლო
3. პარიზი
4. ამსტერდამი
5. ჰამბურგი
6. ჰელსინკი
7. მილანი
8. ლიონი
9. ლუბლიანა
10. ლისაბონი

თითოეული ქალაქი 10-ბალიანი სისტემით სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით შეფასდა, რომელთა შორისაცაა საზიარო ელექტრომობილები, ველოსიპედებისა და სკუტერების ხელმისაწვდომობა, ნულოვანი ემისიების მქონე ავტობუსებისა და ელექტრომობილების დამტენი პუნქტების რაოდენობა.

5 ქალაქი, რომელმაც კვლევის ფარგლებში ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო:

1. ედინბურგი
2. ბირმინგემი
3. გრანადა
4. დუბლინი
5. მანჩესტერი

ცნობისთვის, 10-ბალიან სკალაზე 10 ქულით შეფასდა პარიზი, ჰელსინკი, ლისაბონი და ბრიუსელი, როგორც ქალაქები, რომლებსაც ყველაზე ხელმისაწვდომი საზიარო ველოსიპედები და ელექტროსკუტერები ჰყავთ; კოპენჰაგენმა, ამსტერდამმა და ლუბლიანამ კი ანალოგიური შეფასება საზოგადოებრივი ელექტრომობილების რაოდენობით მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ნულოვანი ემისიების მქონე ავტობუსების კატეგორიაში სრულყოფილი შეფასება ვერცერთმა ქალაქმა ვერ მოიპოვა.

ყველაზე პატარა ქალაქი, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, 195 278 მაცხოვრებლით ლილი (საფრანგეთი) იყო. კვლევა The Clean Cities Campaign (CCC) ჯგუფმა აწარმოა, რომელიც 80-ზე მეტი ეკო-ორგანიზაციისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები