მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ევროპული ქვეყანა კომპიუტერული და ციფრული უნარებით

5f0ed1b7e7518
ნათია თაქთაქიშვილი
15.07.20 21:00
1200
ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო Eurostat-ი ევროკავშირის ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მოსახლეობას კომპიუტერული და ციფრული უნარები ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული.

სააგენტო ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ახალგაზრდების უმეტესობა (16-24 ასაკობრივი ჯგუფი) იძულებული გახდა სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაეგრძელებინა.

Eurostat-მა მონაცემები 2019 წლის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. კვლევებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის 5-იდან 4 ახალგაზრდას (80%) 16-24 წლიან ასაკობრივ ჯგუფში საშუალო ან საშუალოზე მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული კომპიუტერული/ციფრული უნარები, რაც დაახლოებით 24 პროცენტული პუნქტით მეტია 16-იდან 74-წლიან ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით (საშუალო მაჩვენებელი 56%-ია).

Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მოსახლეობას კომპიუტერული და ციფრული უნარები ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული ხორვატიის მოსახლეობას (97%), მას მოჰყვება ესტონეთი (93%), ლიეტუვა (93%), ნიდერლანდები (93%) და საბერძნეთი (92%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება რუმინეთში (56%), ბულგარეთში (58%), უნგრეთში (68%), ლატვიასა და ლუქსემბურგში (ორივეგან 75%).

TOP-10 ევროკავშირის ქვეყანა კომპიუტერული და ციფრული უნარებით, სრულად ასე გამოიყურება:

1. ხორვატია - 97%
2. ისლანდია - 96%
3. ნორვეგია - 96%
4. ესტონეთი - 93%
5. ლიეტუა - 93%
6. ნიდერლანდები - 93%
7. შვეიცარია - 93%
8. საბერძნეთი - 92%
9. დიდი ბრიტანეთი - 92%
10. ჩეხეთი - 91%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები