Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა TOP-10 ინვესტორი კომპანიებისს სია, რომლებმაც 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს.
როგორც ცნობილია, მეორე კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში 389.2 მლნ. აშშ დოლარის FDI ჩადეს, რაც 2017 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 9.4 პროცენტით აღემატება.
TOP-10 ინვესტორის სია ასე გამოიყურება:
1. აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
2. შპს მაგთიკომი;
3. ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ-ის ფილიალი საქართველოში;
4. სს ენერგო-პრო ჯორჯია;
5. სს ბიჯეო ჯგუფი;
6. BP ჯგუფი;
7. სს RMG Copper;
8. შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
9. ერთობლივი საწარმო აზფენ-ის საქართველოს ფილიალი;
10. შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
ცნობისთვის: TOP-10 ინვესტორი კომპანიის რეიტინგული სია მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით არაა დალაგებული.

























