მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ 10 პროდუქტი, რომელიც ოქტომბერში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

636504d06cecd
ირაკლი მაკალათია
04.11.22 16:23
710
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 10.6% შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2022 წლის ოქტომბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ფასი გაიზარდა 101.0%-ით;
2. სანოტარო გადასახდელი - 95.6%-ით;
3. სიმინდის ფქვილი - 76.1%-ით;
4. ასლის გადაღება -62.7%-ით;
5. სარეცხი საპონი - 51.0%-ით;
6. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი – 39.8%-ით;
7. ვაფლი კრემით -39.4%-ით;
8. რვეული - 38.9%-ით;
9. ნამცხვარი - 38.7%-ით;
10. მანდარინი - 36.7%-ით;

ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის ოქტომბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ქალის ქვედაკაბა - ფასი შემცირდა 24.1%-ით
2. პომიდორი - (-23.9)%-ით;
3. კიტრი - (-22.9)%-ით;
4. ქლიავი - (-22.9)%-ით;
5. კომპიუტერი - (-20.6)%-ით;
6. მწვანილი - (-19.9)%-ით;
7. კივი - (-19.2)%-ით;
8. კომბოსტო - (-17.5)%-ით;
9. თერმომეტრი - (-16.7)%-ით;
10. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - (-16.2)%-ით;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები