მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოპ-10 პროდუქტი, რომლებიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

633adb123010c
ირაკლი მაკალათია
03.10.22 17:00
825
საქსტატის მონაცემებით 2022 წლის სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომლებზეც ფასები 2022 წლის სექტემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით) ყველაზე მეტად გაიზარდა.
 
1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - ფასი გაიზარდა 101.0%-ით;
2. სანოტარო გადასახდელი - 95.6%-ით;
3. სიმინდის ფქვილი - 85.9%-ით;
4. ასლის გადაღება - 63.1%-ით;
5. სარეცხი საპონი - 48.0%-ით;
6. მარგარინი – 43.8%-ით;
7. შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტი - 43.7%-ით;
8. ვაფლი კრემით - 42.1%-ით;
9. ხორბლის ფქვილი - 41.2%-ით;
10. მწვანე ლობიო - 40.6%-ით;

ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2022 წლის სექტემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ქალის ქვედაკაბა - ფასი შემცირდა 20.4%-ით
2. კომპიუტერი - (-19.2)%-ით;
3. მამაკაცის შარვალი - (-18.2)%-ით;
4. ჭარხალი - (-15.1)%-ით;
5. მწვანილი - (-14.6)%-ით;
6. ტელევიზორი - (-14.0)%-ით;
7. ბადრიჯანი - (-12.7)%-ით;
8. მობილური ტელეფონი - (-11.0)%-ით;
9. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - (-10.5)%-ით;
10. ქალის შარვალი - (-10.5)%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები