მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ყველაზე კმაყოფილია სამსახურით

5f0c361e3e9ee
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 00:00
1268
World Economic Forum-ი აქვეყნებს ქვეყნების TOP-10-ს, რომლის მოსახლეობაც ყველაზე კმაყოფილია საკუთარი სამსახურით. World Economic Forum-ი Randstad Workmonitor-ის მონაცემებს ეყრდნობა.

Randstad Workmonitor-ის ბოლო ინფორმაციით, ინდოეთის მოსახლეობა საკუთარი სამსახურით ყველაზე კმაყოფილი ქვეყნების TOP-10-ის სათავეშია. 

Randstad Workmonitor-მა კვლევა 34 ქვეყანაში ჩაატარა და ის 2019 წლის პერიოდს მოიცავს. კვლევების მიხედვით, ინდოეთის მოსახლეობის 89% აცხადებს, რომ საკუთარი სამსახურით კმაყოფილია და შესაბამისად ინდოეთი პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე მექსიკაა 85%-ით, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკაა 78%-ით.

რაც შეეხება იაპონიას, რომელიც ყველაზე კმაყოფილი ქვეყნების TOP-10-ის ბოლოშია, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 42% აცხადებს, რომ სამსახურით კმაყოფილია. მოსახლეობის უკმაყოფილების მთავარ მიზეზებად სახელდება ბულინგი და შეურაცხყოფა, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი. Randstad Workmonitor-ის მონაცემებით, იაპონიაში 2019 წლის განმავლობაში ხელფასები ყველაზე ნაკლებად გაიზარდა და ასევე არ მუშაობდა ბონუსების სისტემა.

TOP-10 ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც ყველაზე კმაყოფილია საკუთარი სამსახურით, ასე გამოიყურება:

1. ინდოეთი - 89%
2. მექსიკა - 85%
3. აშშ - 78%
4. ჩინეთი - 74%
5. დიდი ბრიტანეთი - 74%
6. გერმანია - 71%
7. საფრანგეთი - 68%
8. სინგაპური - 61%
9. ჰონგ-კონგი - 49%
10. იაპონია - 42%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები