მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქალი მეწარმეა

619790068a73f
ნათია თაქთაქიშვილი
19.11.21 21:35
1200
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ათი ქვეყნის ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ქალი მეწარმეა.

აღნიშნული კვლევა Global Entrepreneurship Research Association-მა 43 ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ განვითარებად ქვეყნებში ქალი მეწარმეების პროცენტული წილი მაღალია, ხოლო ევროპის განვითარებულ ქვეყნებში - ნაკლები.

კვლევების თანახმად, ქალი მეწარმეების პროცენტული წილით ანგოლა ლიდერობს (51.1%); მას მოჰყვება პანამა - 29.1%-ით, ხოლო მესამე ადგილზე საუდის არაბეთია 17.7%-ით. ხუთეულს აშშ და სამხრეთ კორეა ხურავს. აღსანიშნია, რომ ყველაზე ნაკლები ქალი მეწარმე იტალიაშია და 0.9%-ს შეადგენს.

TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ქალი მეწარმეა

1. ანგოლა - 51.1%
2. პანამა - 29.1%
3. საუდის არაბეთი - 17.7%
4. აშშ - 17.7%
5. სამხრეთ კორეა - 10.6%
6. ნიდერლანდები - 9.6%
7. ეგვიპტე - 5.4%
8. გერმანია - 4.4%
9. ინდოეთი - 2.6%
10. იტალია - 0.9%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები