მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 ქვეყანა ტყის საფარის ფართობის მიხედვით - მსოფლიო ბანკი

ტყე

ბოლო გამყინვარების შემდეგ, დედამიწის ტყის საფარი, საშუალოდ, 2 მილიარდი ჰექტარით შემცირდა, საიდანაც ნახევარზე 1900-იან წლების ინდუსტრიალიზაცია და აგრონომია არიან პასუხისმგებლები. დღესდღეობით ტყეები დედამიწის მხოლოდ 30%-ს, საშუალოდ 40 მილიონ კმ²-ს ფარავენ, რომლებიც პლანეტის მასშტაბით არათანაბრადაა განაწილებული.

მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა Visual Capitalist-ი ვიზუალიზაციას გვთავაზობს იმ 15 ქვეყნისა, რომლებსაც, ყველაზე მეტი ტყე აქვთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, რეიტინგის სათავეში მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა მოექცა: რუსეთის 50% ტყითაა დაფარული - რაც, დაახლოებით, 8 მილიონ კვადრატულ კილომეტრს უდრის. შესაბამისად, რუსეთის მხოლოდ ტყის ფართობი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ფართობს აღემატება - გამონაკლისია მხოლოდ ჩინეთი, კანადა, აშშ, ბრაზილია და ავსტრალია. გამოდის, რომ დედამიწის ტყით დაფარული არეალის ⅕ რუსეთზე მოდის.

რუსეთის ტყეების დიდი ნაწილი, ცივი და მშრალი კლიმატის შესაბამისად, ბორეალურია და ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშებისგან შედგება, რომელთა შორისაცაა: მუხა, ფიჭვი, ნაძვი და ცაცხვი.

რეიტინგის მეორე ადგილს ბრაზილია 5 მლნ კმ²-იანი ტყის საფარით (მსოფლიოს ტყეების 12%) იკავებს - ამისთვის ბრაზილია ამაზონის ჯუნგლებს უნდა უმადლოდეს, რომლის ⅔-იც ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული. აღსანიშნავია, რომ ამაზონი პერუს, კოლუმბიასა და ბოლივიასაც ფარავს, რომლებიც რეიტინგში, შესაბამისად, მე-10, მე-13 და მე-15 ადგილს იკავებენ.

კანადა და აშშ რეიტინგის მესამე და მეოთხე ადგილს 3 მლნ კმ²-იანი ტყის საფარით იკავებენ, რომლებსაც ჩინეთი მოსდევს - ქვეყანა TOP 5-ს ტყის საფარის 2 მლნ კმ²-იანი ფართობით ხურავს.

TOP 10 ქვეყანა ტყის ფართობის მიხედვით:

  1. რუსეთი - 8 153 116 კმ² - დედამიწის ტყის საფარის 20.1%
  2. ბრაზილია - 4 953 914კმ² - დედამიწის ტყის საფარის 12.3%
  3. კანადა - 3 468 911კმ² - დედამიწის ტყის საფარის 8.6%
  4. აშშ- 3 097 950კმ² - დედამიწის ტყის საფარის 7.7%
  5. ჩინეთი - 2 218 578 კმ² - დედამიწის ტყის საფარის 5.5%
  6. ავსტრალია - 1 340 051კმ² - დედამიწის ტყის საფარის 3.3%
  7. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 1 250 539კმ² - დედამიწის ტყის საფარის 3.1%
  8. ინდონეზია - 915 277კმ² - დედამიწის ტყის საფარის 2.3%
  9. ინდოეთი - 724 264კმ² - დედამიწის ტყის საფარის 1.8%
  10. პერუ - 721 575კმ² - დედამიწის ტყის საფარის 1.8%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები