მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 სააუქციონო სახლი გლობალურ ბაზარზე

ტოპ 10 სააუქციონო სახლი

აუქციონების სამყარო უნიკალური სივრცეა, სადაც ხელოვნება, კულტურა და კომერცია იკვეთება – იშვიათი და განსაკუთრებული ნივთები პოულობენ ახალ მფლობელებს.

ეს ინდუსტრია, რომელსაც უდიდესი სააუქციონო სახლები ხელმძღვანელობენ, არა მხოლოდ ხელოვნების გლობალური ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმიც. სააუქციონი სახლების ბაზარი $40 მილიარდად ფასდება და ვარაუდობენ, რომ 2031 წლისთვის $57 მილიარდს მიაღწევს, რაც 12.79%-იანი წლიური ზრდის ტემპით არის გამოწვეული.

გამოცემა Global Growth Insight-მა გამოაქვეყნა 10 წამყვანი სააუქციონო სახლის რეიტინგი, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს გლობალურ ბაზარზე – მათი ადგილმდებარეობისა და წვლილის გათვალისწინებით:

10. Nagel

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში განლაგებული Nagel არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ევროპულ სააუქციონო ბაზარზე. იგი სპეციალიზებულია მრავალფეროვან კოლექციონერობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მონაცემები არ ქვეყნდება, Nagel-ის აუქციონები საკმაოდ მაღალ შეფასებას იღებენ კოლექციონერებისა და ხელოვნების მოყვარულების მიერ.

9. Ali Auction

ჩინეთში დაფუძნებული Ali Auction წარმოადგენს ციფრული აუქციონების განვითარების ნიმუშს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოსავლის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, იგი ცნობილია თავისი ინოვაციური ონლაინ პლატფორმით.

8. Yong Xin Auction

პეკინში განთავსებული Yong Xin მნიშვნელოვან წვლილს იღებს აზიის ბაზრიდან. ფინანსური დეტალები საჯარო არ არის, თუმცა კომპანია ითვლება რეგიონში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ.

7. David

აშშ-ში მოქმედი David სთავაზობს ფართო სპექტრის სააუქციონო მომსახურებას. კომპანია განსაკუთრებით აქცენტს აკეთებს გამჭვირვალობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებზე, რის გამოც კომპანიის რეპუტაცია მაღალია.

6. Phillips

ნიუ-იორკში განთავსებული Phillips განსხვავებული ხედვით უდგება აუქციონებს – ის ფოკუსირებულია თანამედროვე ხელოვნებასა და კულტურაზე. ორგანიზაცია ცნობილია თავისი ინოვაციური აუქციონებითა და გამოფენებით.

5. Bonhams

ლონდონში დაფუძნებული Bonhams ძვირფასი სახელია აუქციონების სამყაროში, რომელიც ფართო კატეგორიის ნივთებს აუქციონზე ჰყოფს. კომპანია კერძო საკუთრებაშია და აერთიანებს ტრადიციულ ღირებულებებს გლობალურ ხედვასთან ერთად.

4. China Guardian

ასევე პეკინში განთავსებული China Guardian არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია აზიაში. იგი სპეციალიზირებულია ჩინურ ხელოვნებასა და ანტიკვარიატზე. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ინფორმაცია საჯაროდ არ ვრცელდება, იგი რეგიონალურ ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს.

3. Poly Group

პეკინში (ჩინეთი) მდებარე Poly Auction, რომელსაც სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი Poly Group მართავს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზიური ხელოვნების ბაზარზე. კომპანია ცნობილია ჩინური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციით.

2. Sotheby's

ნიუ-იორკში (აშშ) განლაგებული Sotheby's წარმოადგენს კიდევ ერთ გიგანტს აუქციონების ინდუსტრიაში. 2020 წელს კომპანიამ 1.04 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. იგი ცნობილია პრესტიჟული აუქციონებითა და ექსკლუზიური კოლექციებით, რაც მას ხელოვნების მოყვარულთა და კოლექციონერთა საყვარელ პლატფორმად აქცევს.

1. Christie's

ლონდონში დაფუძნებული Christie's ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააუქციონო სახლია მსოფლიოში. იგი ცნობილია მაღალი პროფილის აუქციონებით, სადაც ხელოვნების ნამუშევრები, ანტიკვარიატი და ძვირფასი ნივთები იყიდება. Christie's ცნობილია იმითაც, რომ სხვა სახლებისგან განსხვავებით ყველაზე ხშირად ამყარებს გაყიდვების რეკორდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები