მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TOP 10 საექსპორტო ბაზარი ფრანგული შამპანურისთვის

შამპანური

შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სადღესასწაულო სუფრისთვის სასმელების მომარაგება აქტიურ ფაზაში შედის.

სავაჭრო ასოციაცია Comité Champagne-ის მონაცემები კი აჩვენებს, რომ შამპანის ოლქის ექსკლუზიური ცქრიალა ღვინო - საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო საექსპორტო პროდუქტი - განსაკუთრებით პოპულარული აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია.

ამასთან, შამპანურის ათი უმსხვილესი საერთაშორისო ბაზრიდან ექვსი ევროპაში მდებარეობს.

ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს შამპანის რეგიონიდან 5.8 მილიარდი ევროს ღირებულების 271 მილიონი ბოთლი ცქრიალა ღვინო გავიდა ექსპორტზე, საიდანაც 43.5% საფრანგეთშივე დარჩა, 56.5% კი - მსოფლიოს ქვეყნებში.

TOP 10 საექსპორტო ბაზარი ფრანგული შამპანურისთვის:

მლნ ბოთლი/ევრო

  1. აშშ- 27.4 / 820 მლნ
  2. გაერთიანებული სამეფო - 22.3 / 519 მლნ
  3. იაპონია - 12.4 / 386 მლნ
  4. გერმანია - 9.5 / 229 მლნ
  5. იტალია - 8.4 / 235 მლნ
  6. ბელგია - 7.6 / 153 მლნ
  7. ავსტრალია - 7.3 / 147 მლნ
  8. შვეიცარია - 4.8 / 124 მლნ
  9. ესპანეთი - 3.7 / 105 მლნ
  10. აგს - 3.4 / 100 მლნ

ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებში ცქრიალა ღვინოს არ მოიხმარენ, თუმცა წარმოდგენილი სტატისტიკა მხოლოდ საფრანგეთის შამპანის რეგიონში წარმოებულ, მაღალი საფასო კატეგორიის სასმელს ასახავს. აღნიშნულ ზონას ოფიციალური სტატუსი 1927 წელს მიენიჭა და ის ისეთი ცნობილი მწარმოებლების სამშობლოა, როგორებიცაა: Veuve Clicquot, Moët & Chandon და Krug.

მიუხედავად იმისა, რომ შამპანურზე ცქრიალა ღვინის გლობალური მოხმარების 10%-ზე ნაკლები მოდის, მას ბაზრის ღირებულების 34% უკავია. აღსანიშნავია, რომ ეს ღირებულება მსოფლიოს ვენახების საერთო ფართობის მხოლოდ 0.5%-ზე იქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები