მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 საქონელი, რომელიც წელს ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

საზამთრო

ივნისში საქართველოში 2.2%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც 2024 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატი ინფლაციას 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასების გამოკვლევით ითვლის, საიდანაც 92 სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფიდანაა. შესაბამისად, ყველაზე დიდი წილი ინფლაციის გამოთვლაში სურსათის ფასებს უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის ყველაზე მეტი სწორედ სასურსათო პროდუქტები მოხვდნენ. მათ შორის ფასების 58%-იანი ზრდით პირველ ადგილზეა მწვანილი.

ივნისში ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის ჩამონათვალი:

პოზიცია საქონლის დასახელება ფასების წლიური ცვლილება
1 მწვანილი 58%
2 ჭარხალი 51%
3 საზამთრო 48%
4 ვაშლი 45%
5 ავტომობილის რეცხვის გადასახდელი 40%
6 ნიორი 38%
7 კივი 37%
8 მსხალი 33%
9 თვითმფრინავით მგზავრობა 32%
10 ატამი 32%

რაც შეეხება ყველაზე მეტად გაიაფებულ საქონელს, მასში შედის როგორც სხვადასხვა დასახელების სურსათი, ასევე მედიკამენტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტები.

ყველაზე მეტად გაიაფებული საქონლის ჩამონათვალი:

პოზიცია საქონლის დასახელება ფასების წლიური ცვლილება
1 ხახვი -33%
2 წიწიბურა -27%
3 ანტიბიოტიკები -27%
4 ქალის ზამთრის ფეხსაცმელი -24%
5 ბავშვის კოლგოტი -23%
6 კიტრი -22%
7 ნათურა -19%
8 საშინაო ფეხსაცმელი კაცის -19%
9 ლიმონი -17%
10 ელექტროყავადანი -17%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები