მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია რუსეთში - I კვარტალის რეიტინგი

626bef4fc47b9
თელარა გელანტია
29.04.22 18:23
1727
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ რუსეთში ექსპორტით 110 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჩვენი ქვეყნის ექსპორტში ჩრდილოელი მეზობლის წილმა 9.4% შეადგინა. შედეგად, წლის პირველ კვარტალში რუსეთი საქართველოს #3 საექსპორტო ბაზარი იყო, ჩინეთის და თურქეთის შემდეგ.

აღსანიშნია, რომ ომს და სანქციებს საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობაზე ნეგატიური გავლენა ჯერ არ მოუხდენია და I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა.

Bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-10 კომპანიის სია, რომელთაც რუსეთში ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელეს. სიაშია კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოც“, რომელზეც დღეს ცნობილი გახდა, რომ სანქციების გამო წარმოებას დროებით აჩერებს.

TOP-10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია რუსეთში - I კვარტალის რეიტინგი

შპს ასკანელი ძმები
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
სს ლომისი
შპს მანგო 2016
შპს Bolero & Company
შპს ჯი თი ემ გრუპ
შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
შპს GVMT Group.

შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები