მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-3 გამოწვევა, რომელიც ლოგისტიკას აქვს - მიხეილ ნამადოვის შეფასება

ნამადოვი
BM. GE
25.10.23 19:06
107

"კაიროს ლოჯისტიკსის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი საქართველოში არსებული ლოგისტიკური კომპანიებისთვის არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. საკითხზე ნამადოვმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

წამყვანი დაინტერესდა, თუ რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ბიზნესისთვის და ამ გამოწვევების გადაჭრა რას მოუტანდა არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას.

პირველი გამოწვევა საბორნე მიმოსვლებია, რაზეც წლებია უკვე საუბარი მიდის და ნელ-ნელა მატულობს არაქართული ბორნები. ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპის მიმართულებით.

მეორე არის სასაწყობე მეურნეობების საკითხი. ვფიქრობ, ეს მიმართულება სწრაფად არის განსავითარებელი და აქ მთავრობა, ბანკები, ინვესტორი და ინდუსტრიის მოთამაშე უფრო სწრაფად დადებენ კარგ საინვესტიციო პროექტებს. მოხარული ვიქნებოდით, თუ ამაზე მეტი აქტივობა იქნებოდა.

მესამე იქნებოდა რკინიგზის მოდერნიზაციის დაჩქარება, რადგან ეს არის საშუალება უკეთესობისკენ სვლის და ასევე სატრანსპორტო საშუალებების გაზრდა, რაც ცოტათი რთულია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში განუვითარებელია ბაზრის განჭვრეტადობა და ძნელია რაღაც კუთხით გათვლა. ჩვენს მეზობელ თურქეთს საკმაოდ მაღალი სამთავრობო პროგრამები აქვს სუბსიდირების თვალსაზრისით, სადაც გადამზიდავი ყოველთვის ახალი ტექნიკის შეძენაზე, ჩვენ კი ტექნიკის 80% ფაქტობრივად ამორტიზებული გვაქვს, რითაც ფაქტობრივად შეუძლებელია დიდ მანძილზე ლოგისტიკის შესრულება“, - განაცხადა ნამადოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები