მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-5 ფილმი, რომლის სანახავად წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა

5dc5c2bd541ce
BM.GE
09.11.19 00:06
5153
კინოინდუსტრიისთვის 2019 წელი წინა წლებთან შედარებით არანაკლებ წარმატებული გამოდგა; მიმდინარე წელს არაერთი ახალი ფილმი გამოვიდა. მათ შორისაა: მეფე ლომი“, „სათამაშოების ისტორია 4“, „ალადინი“ და სხვა, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანები გახდნენ.

TOP-5 ფილმი, რომლის სანახავად, მსოფლიოს მასშტაბით, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა, ასე გამოიყურება:

1. „შურისმაძიებლები: დასასრული“ (Avengers: Endgame) - ეს არის 2019 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, დაფუძნებული Marvel-ის კომიქსებზე „შურისმაძიებლები“. ფილმი კომპანია Marvel Studios-მ გადაიღო. მასზე დასასწრებად The Numbers-ის მონაცემებით, 94 000 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. ფილმი წელს, 26 აპრილს გამოვიდა.

2. „მეფე ლომი“ (The Lion King) – „უოლტ დისნეის“ ეს ფილმი 2019 წლის 19 ივლისს გამოვიდა კინო ეკრანებზე. მისმა შემოსავალმა 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება ბილეთებს, გაიყიდა 59 000 000-ზე მეტი ბილეთი მსოფლიოს მასშტაბით.

3. „სათამაშოების ისტორია 4“ (Toy Story 4) - 2019 წლის ამერიკული ანიმაციური კომედიური ფილმი, წარმოებული Pixar Animation Studios-ის მიერ Walt Disney Pictures-ისთვის. ის არის რიგით მეოთხე ფილმი „სათამაშოების ისტორიის“ სერიიდან. ფილმის რეჟისორია ჯოშ კული. როგორც The Numbers-ი წერს, ამ კინოზე დასასწრებად გაიყიდა, დაახლოებით, 47 000 000-ზე მეტი ბილეთი.

4. „კაპიტანი მარველი“ (Captain Marvel) - ეს ფილმი 2019 წლის 8 მარტს გამოვიდა. იგი ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფანტასტიკაა. ეს ფილმი Marvel Comics-ის მიერაა გადაღებული. ფილმის ყურების მიზნით, ბილეთი 46 000 000-ზე მეტმა ადამიანმა იყიდა.

5. „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“ (Spider-Man: Far From Home) - „მარველის“ ეს ფილმიც წელს გამოვიდა და სხვა ფილმებთან შედარებით არანაკლები პოპულარობა მოიპოვა. ამ მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკის სანახავად 42 000 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები