მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Top-8 საუკეთესო უნივერსიტეტი მსოფლიოში

61321f986dfad
ნათია თაქთაქიშვილი
04.09.21 00:15
1997
ანალიტიკური პლატფორმა Statista მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ჩამონათვალს Times Higher Education-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

როგორც ანალიტიკური პლატფორმა აღნიშნავს, საუკეთესო უნივერსიტეტების ჩამონათვალი 2022 წლისთვის სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა, მათ შორის სწავლების დონე, საერთაშორისო პრესტიჟი, უნივერსიტეტების ჩართულობა სხვადასხვა კვლევაში, სტუდენტთა და პროფესორთა რეპუტაცია, ასევე სტუდენტების ანაზღაურება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ.

Times Higher Education-ის მონაცემებით, 2022 წლის საუკეთესო უნივერსიტეტად ოქსფორდის უნივერსიტეტი დასახელდა, მეორე ადგილს კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ჰარვარდის უნივერსიტეტია.

Top-8 საუკეთესო უნივერსიტეტი მსოფლიოში შემდეგია:

1. ოქსფორდის უნივერსიტეტი
2. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
3. ჰარვარდის უნივერსიტეტი
4. სტენფორდის უნივერსიტეტი
5. კემბრიჯის უნივერსიტეტი
6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
7. პრინსტონის უნივერსიტეტი
8. ბერკლის უნივერსიტეტი.